ყველაზე საინტერესო ფაქტები მაინკრაფტზე ★ ტოპ ფაქტები ★

08/06/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი: https://www.facebook.com/topfaqtebi
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
----------
10. მაინკრაფტის პირველი ვერსია 2009 წელს, სულ რაღაც 6 დღეში შეიქმნა 1 ადამიანის, შვედი გეიმ დეველოპერის მარკუს პერსსონის მიერ, რომელსაც მოთამაშეების უმეტესობა დღეს Notch-ის სახელით იცნობს. ნოჩს სურდა თავისი ახალი კომპანიის, მოჯანგისთვის სენდბოქს თამაში შეექმნა. მაინკრაფტის სრული ვერსია მხოლოდ 2 წლის შემდეგ გამოვიდა.
9. მაინკრაფტში ხარები არ არსებობენ, ანუ ყველა ძროხა დედალია, რადგან ყველა მათგანი რძეს იძლევა. მიუხედავად ამისა, მათ მაინც შეუძლიათ გამრავლება.
8. ვაგრძელებთ ძროხებისა და რძის თემას. მაინკრაფტის სამყაროში რძის დალევა საწამლავის ყველანაირ ეფექტს აჩერებს.
7. თუკი ნათესებს რამდენიმე რიგად დათესავთ და რიგების შუაში ცარიელ ადგილს დატოვებთ, მცენარეები უფრო სწრაფად გაიზრდებიან.
6. ქათმის უმი ხორცის ჭამა მოთამაშის მოწამვლას იწვევს, მაგრამ თუკი უმ ხორცს ჩაკუზული შეჭამთ, მოწამვლის შანსები ნაკლებია.
5. მაინკრაფტის ჩართვისას არსებობს 10 000-დან ერთი შანსი, რომ თამაშის სახელში ასოები C და E გადაადგილებული იქნება.
4. 2013 წელს სტოკჰოლმის ერთ-ერთი სკოლის ადმინისტრაციამ მაინკრაფტი ცამეტი წლის მოსწავლეების სასწავლო პროგრამაში შეიტანა. მათი თქმით, მაინკრაფტის თამაში მოსწავლეებს საქალაქო დაგეგმარებას, გარემოს პრობლემებსა და სამომავლო გეგმების დაწყობას შეასწავლიდა.
3. მარკუს პერსონი აპირებდა თამაშისთვის Cave Game დაერქმია, რაც ქართულად „გამოქვაბულის თამაშს“ ნიშნავს, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც მაინკრაფტზე შეაჩერა.
2. თუ გაინტერესებთ, რომელ უცნაურ ენაზე საუბრობს ენდერმენი, გეტყვით, რომ ეს ენა ინგლისურია. ენდერმენები ამბობენ სიტყვებს: Hi, Hello და What’s up, ოღონდ უკუღმა და შენელებულად.
1. მაინკრაფტის სამყაროში გოგრები უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ბრილიანტი. რადგან გოგრების პოვნა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე დიდი თეთრი ბრილიანტების.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები  
----------
10. mainkraftis pirveli versia 2009 wels, sul ragac 6 dgeshi sheiqmna 1 adamianis, shvedi geim developeris markus perssonis mier, romelsac motamasheebis umetesoba dges Notch-is saxelit icnobs. nochs surda tavisi axali kompaniis, mojangistvis sendboqs tamashi sheeqmna. mainkraftis sruli versia mxolod 2 wlis shemdeg gamovida.
9. mainkraftshi xarebi ar arseboben, anu yvela dzroxa dedalia, radgan yvela matgani rdzes idzleva. miuxedavad amisa, mat mainc sheudzliat gamravleba.
8. vagrdzelebt dzroxebisa da rdzis temas. mainkraftis samyaroshi rdzis daleva sawamlavis yvelanair efeqts acherebs.
7. tuki natesebs ramdenime rigad datesavt da rigebis shuashi cariel adgils datovebt, mcenareebi ufro swrafad gaizrdebian.
6. qatmis umi xorcis chama motamashis mowamvlas iwvevs, magram tuki um xorcs chakuzuli shechamt, mowamvlis shansebi naklebia.
5. mainkraftis chartvisas arsebobs 10 000-dan erti shansi, rom tamashis saxelshi asoebi C da E gadaadgilebuli iqneba.
4. 2013 wels stokholmis ert-erti skolis administraciam mainkrafti cameti wlis moswavleebis saswavlo programashi sheitana. mati tqmit, mainkraftis tamashi moswavleebs saqalaqo dagegmarebas, garemos problemebsa da samomavlo gegmebis dawyobas sheaswavlida.
3. markus personi apirebda tamashistvis chave Game daerqmia, rac qartulad „gamoqvabulis tamashs“ nishnavs, tumca sabolood archevani mainc mainkraftze sheachera.
2. tu gainteresebt, romel ucnaur enaze saubrobs endermeni, getyvit, rom es ena inglisuria. endermenebi amboben sityvebs: Hi, Hello da What’s up, ogond ukugma da shenelebulad.
1. mainkraftis samyaroshi gogrebi ufro dzvirad fasobs, vidre brilianti. radgan gogrebis povna bevrad ufro dznelia, vidre didi tetri briliantebis.

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან