► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი: / topfaqtebi
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: / top_faqtebi
----------
დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ადგილების შესახებ. ათეული შედგენილია კატაკლიზმების რისკის ქვეშ მყოფი და მკაცრი ბუნებრივი პირობების მქონე ტერიტორიებით.
10. გველების კუნძული, ბრაზილია
ილა დე ქუემედა გრანდე, ანუ გველების კუნძული, ბრაზილიის სანაპიროსთან, სან პაოლოსთან ახლოს მდებარეობს. კუნძული გველების უჩვეულოდ მაღალი რაოდენობით გამოირჩევა და ერთადერთი ადგილია, სადაც ცნობილი ოქროსფერი თავშუბა გველი ბინადრობს. მისი შხამი იმდენად ძლიერია და ტოქსიკურია, რომ ადამიანის ხორცის დადნობა შეუძლია. კუნძულზე ადამიანების ჩასვლა აკრძალულია.
9. დანაკილის უდაბნო, აღმოსავლეთ აფრიკა
ეთიოპიის ჩრდილოეთით მდებარე ეს უდაბნო თავისი ვულკანებითა და გეიზერებითაა ცნობილი, რომლებიც პერიოდულად ტოქსიკურ აირებს ამოტყორცნიან ხოლმე. დღისით ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს აჭარბებს. გარდა ამისა, ერითრეაში მიმდინარე კონფლიქტის გამო ამ ტერიტორიაზე ხშირია ადამიანის გატაცებებიც.
8. მაილუ სუუ, ყირგიზეთი
23 000 ადამიანით დასახლებული ეს პატარა ქალაქი ურანის მაღაროებითაა სავსე. საბჭოთა ბირთვული პროგრამის ფარგლებში ამ ქალაქში 10 000 ტონა ურანი დაამუშავეს, რამაც რადიაციული ფონის რეკორდულად გაზრდა გამოიწვია. მუდმივი მეწყერები და მიწისძვრები რადიაციული დაბინძურების საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.
7. მანაუსი, ბრაზილია
2 მილიონი ადამიანით დასახლებული ეს ქალაქი ამაზონის ჯუნგლებსა და მდინარე ამაზონს შორისაა გაშენებული, სადაც ადამიანისთვის საშიში უამრავი არსება ბინადრობს. წყალი პირანიებით, ანაკონდებით, ელექტრული გველთევზებითა და სხვა საშიში არსებებითაა სავსე.
6. დალოლი, ეთიოპია
ჩრდილოეთ ეთიოპიაში მდებარე ეს ქალაქი- მოჩვენება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და ზღვის დონესთან შედარებით დაბლა მდებარე წერტილია. საშუალო წლიური ტემპერატურა დალოლში 35 გრადუსია. ქალაქი, სანამ უკაცრიელი გახდებოდა, მსოფლიოს ყველაზე ცხელი დასახლებული პუნქტი იყო. დალოლის ნიადაგქვეშ არსებული წყალი ერთდროულად მლაშე და მჟავეა, ხოლო მიწიდან პერიოდულად ტოქსიკური აირებით სავსე გეიზერები იფრქვევა.
5. ნიოსის ტბა, კამერუნი
კამერუნის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული ეს ტბა ვულკანური აქტივობის კერაზე მდებარეობს. ტბის ფსკერზე პერიოდულად დიდი რაოდენობით უსუნო და უფერო მხუთავი აირი, ნახშირორჟანგი წარმოიქმნება, რომელიც ზედაპირზე ბუშტების სახით ამოდის, და რადგან ჰაერზე მძიმეა, ჟანგბადს განდევნის და ტბის გარშემო ტერიტორიაზე ილექება. 1980-იან წლებში მომხდარ ერთ ასეთ ამოფრქვევას 1700 ადამიანი და 3500 პირუტყვი შეეწირა.
4. ჰაიტი
ჰაიტი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ქარიშხლების სიხშირით. გარდა ამისა, სიღარიბით გამორჩეულ მოსახლეობას კატასტროფებისგან თავდაცვის არანაირი საშუალება არ გააჩნია. შენობები ადვილად დატბორვად ტერიტორიებზეა აგებული. ქარსაწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებები, მაგალითად ტყეები მუდმივად იჩეხება, ხოლო მთავრობას მოსახლეობის გაფრთხილების სისტემების დაფინანსების საშუალება არ აქვს. შესაბამისად, ქარიშხალს ყოველთვის დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოყვება ხოლმე.
3. სიკვდილის ველი, კალიფორნია, აშშ
კალიფორნიისა და ნევადას საზღვართან მდებარე სიკვდილის ხეობას თავისი სახელი უმიზეზოდ არ მიუღია. ტერიტორია ზაფხულობით წარმოუდგენლად ცხელია და ჰაერის ტემპერატურა 56 გრადუსს აჭარბებს ხოლმე, ხოლო ზამთარში - პირიქით, ყინვებმა შესაძლოა მოუმზადებელი სტუმრების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. სიკვდილის ხეობის გარშემო მდებარე მთებში ხშირია ქარიშხალი და წვიმები, რაც ხეობის უეცარ დატბორვას იწვევს ხოლმე.
2. ფუკუშიმა, იაპონია
2011 წლის მარტში ფუკუშიმას პრეფექტურაში კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ბირთვული კატასტროფა მოხდა. 9-ბალიან მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა, ამ ყველაფერმა კი ატომური ელექტროსადგურის დაზიანება გამოიწვია. რადიაციის დონე რეკორდულად გაიზარდა 2017 წლის თებერვალში. როგორც იაპონიის მთავრობა აცხადებს, კატასტროფის შედეგების სრულად აღმოფხვრას 40 წელი და 160 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
1. ფრეიზერის კუნძული, ავსტრალია
მიუხედავად თეთრი ქვიშით დაფარული და კრისტალურად სუფთა წყლით სავსე ულამაზესი სანაპიროებისა, კუნძულზე ყოფნა ძალიან სახიფათოა. უკაცრიელი სანაპიროები შხამიანი ობობებითა და აგრესიული დინგოებითაა სავსე, ხოლო წყალში ზვიგენები და შხამიანი მედუზები ცხოვრობენ.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები
ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი
გეოგრაფია: • გეოგრაფია
თამაშები: • თამაშები
ისტორია: • ისტორია
სპორტი: • სპორტი
ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები
ცხოველები: • ცხოველები და მცენარეები