ზურგის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები │ სახლის პირობებში │

05/26/2020
Tata Karbelashvili-ის მიერ

ზურგის ვარჯიშების გაკეთება აუცილებელია ძალიან ნელა.

ყველა ვარჯიშს ვაკეთებს მუცელზე დაწოლ მდგომარეობაში 10-ჯერ, თუ არ გამოგდით რომელიმე ვარჯიშის 10-ჯერ გაკეთება, გააკეთეთ იმდენჯერ რამდენჯერაც შეგიძლიათ.

ზედმეტად არ შეეცადოთ ზემოთ აწევა, თუნდაც ძალიან ცოტაზე გამოგდიოდეთ ზურგის აწევა არაა პრობლემა, გააკეთეთ ისე როგორც შეგიძლიათ.

00:38 - ვარჯიში 1│ხელები დევს იატაკზე, მაჯებით ქვევით და ნელა ვაკეთებთ ზურგის აწევებს│
02:20 - ვარჯიში 2│ხელები დადეთ თქვენს გასწვრივ 90 გრადუსზე და ვაკეთებთ ხელების აწევებს│
04:04 - ვარჯიში 3│გაშალეთ ხელები, აიწიეთ ზურგით ზემოთ და როდესაც აიწევით ზემოთ გააკეთეთ ხელის აწევები│
05:29 - ვარჯიში 4│დადეთ ხელები თქვენს წინ გასწორებულად, ნელა ვწევთ ერთ ხელს და მის საპირისპირო ფეხს ზემოთ, მერე მეორე მხარეს│
07:50 - ვარჯიში 5│გაასწორეთ ხელები თქვენს წინ, ვიწევით ზემოთ და ვჩერდებით 10 წამი│
08:11 - ვარჯიში 6│გასწორებულ ხელებს და ფეხებს ვწევთ ზემოთ და ვჩერდებით 10 წამი│
08:45 - ვარჯიში 7│ ე.წ. ცურვის ვარჯიში, წარმოიდგინეთ რომ ხელებით აკეთებთ გაცურვას წინ, შეგიძლიათ მიახმაროთ ფეხებიც და ამოძრავოთ ზემოთ-ქვემოთ│

გამომყევით:
სპორტული instagram: tata_polefit
პირადი instagram: tatakarb
Facebook: Tata PoleFit

მუსიკისთვის მადლობა: https://www.youtube.com/audiolibrary/...

ვიდეოები „Tata Karbelashvili"-ისგან