Soso Mikeladze - Dabadebis dge (Gilocav) - სოსო მიქელაძე - დაბადების დღე (გილოცავ)

12/16/2016
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#გილოცავ, #გისურვებ, #დაბადებისდღე,
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა: ცირა ბზიშვილი
ბექ-ვოკალი: მაკა სირბილაძე
გიტარა: ხვიჩა მაღლაკელიძე
სტუდია: Tsira's Sound Stidio, 2016 წელი, დეკემბერი
Written by: Soso Mikeladze
Arrangement: Tsira Bzishvili

„გილოცავ“ სწორედ ის სიმღერაა, რომელიც ადამიანებს ყველაზე-ყველაზე მშვენიერ, საოცარ და ფეიერვერკებივით არაპროგნოზირებად ემოციებს უღვივებს: სიხარულს, სილაღეს, აღმაფრენას, ზეიმის და ტრიუმფის განცდებს, ბედნიერებასა და თავდავიწყებას (და რადგანაც იგი ამდენ დადებითს აერთიანებს საკუთარ თავში, აუცილებლად უნდა ვაღიარო, რომ „გილოცავ“ მართლაც დიდი შრომის შედეგად შეიქმნა. მის დასაწერად თვეზე მეტი დამჭირდა!!!).

ეს ის სიმღერაა, რომლითაც გაგახსენდება დაბადების დღე, ქორწილის სიხარული, ახალი წლის მოლოდინის წუთები, პატარა თუ დიდი გამარჯვევები. ეს ის სიმღერაა, რომლითაც შეგეძლება ნებისმიერი ცხოვრებისეული წარმატების მილოცვა, შეგეძლება მოიგონო შენი პირადი წარმატებები, მოეფერო, დაიმეგობრო, შეირიგო და სიყვარული აუხსნა ყველაზე-ყველაზე სანატრელ ადამიანს.

„გილოცავ“ ის სიმღერაა, რომელსაც აიტაცებს დიდი და პატარა, ნებისმიერი, ვისაც შეუძლია გახარება, მოლხენა და ვისაც უნდა ცხოვრებაში განათებული გზებით და ზე-წარმატებული წლებით სვლა.

სიმღერის არანჟირება, ხმის რეჟისურა ნიჭიერ ქართველ მუსიკოსს, ცირა ბზიშვილს ეკუთვნის („Tsira’s Sound Studio“).

როგორც ყოველთვის, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დას, თამარ მიქელაძეს, დედას, ჯულიას. ისინი ჩემი ყველაზე გულწრფელი, ენერგიული და ობიექტური შემფასებლები არიან.

გილოცავთ „გილოცავ“-ს!
და, რა თქმა უნდა, გააზიარეთ, იხარეთ და ახარეთ სხვები!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

\"გილოცავ\" (სიმღერის ტექსტი)

I ნაწილი

ფერადი ბუშტები დაფრინავს და დარბაზიც ტკბილ სიზმარს ჰგავს,
ლამაზი კაბები, რჩეული სუნამო თავბრუს მხვევს თან,
აქ ყველა შენ გნატრობს და ყველა გულწრფელად შენ გიკრავს ტაშს,
შენ ჩვენი ყველაზე ყველაზე ძვირფასი საუნჯე ხარ!

შენ სტუმრებს უღიმი, მე შენს სილამაზეს ვუსწორებ თვალს,
შენ იღებ მილოცვებს, სანამე მე ყურს ვუგდებ შენს ნატიფ ხმას!
შენ ტორტზე დანთებულ თეთრ სანთლებს სათუთად უბერავ სულს,
მე კი ძველი შამპანურით ყველაზე ტკბილ სადღეგრძელოს,
ბოლომდე, ბოლომდე ვსვამ!

მისამღერი:

გილოცავ, გილოცავ ამ ყველაზე თბილ და ბედნიერ დღეს!
გისურვებ, გისურვებ ბავშვების კისკისს და ყველაზე მხიარულ მზეს!
გისურვებ ყველაზე საოცარ, მზიან და მშვენიერ გზებს!
ყველაზე საოცარ მეგობრებს და ზე-წარმატებულ წლებს!

II ნაწილი

შენ იხსენებ იმას, ვინც შორს არის, თუმცა კი გულშია სულ,
და მას, ვინც ვერ მოვა, და ვინც ვეღარასოდეს დაგითმობს გულს,
შენ ხომ უდიდესი სითბოს და ფერების სიცოცხლე ხარ,
რაც შენ დაიბადე, სამყარო ერთ დიდ საოცრებას ჰგავს!

ჩვენც ამ აღმაფრენით ვქეიფობთ და სასმელს ვაბარებთ თავს,
და მერე ბავშვებთან ფერხულში ვპოულობთ ცხოვრების აზრს,
ეხლა კი წავედით, რომ წლის ფეერვერკი მივუძღვნათ ცას,
მე და შენ და ყველამ ერთად, ერთმანეთს და ყველას ერთად, ვაჩუქოთ სიცოცხლის გზა!

მისამღერი:

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

© საავტორო უფლებები დაცულია
გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!!
ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი.

გილოცავ - სოსო მიქელაძე - Gilocav - Soso Mikeladze – I congratulate you – Поздравляю
   • Soso Mikeladze - Dabadebis dge (Giloc...  

მოუსმინეთ ჩვენი არხის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს:

1. „მე და შენ“    • Soso Mikeladze - Me da shen -  სოსო მ...  
2. „მიყვარხარ“    • Soso Mikeladze - Miyvarxar - სოსო მიქ...  
3. „მარიამი“    • Soso Mikeladze - Mariami - სოსო მიქელ...  
4. „გოგო გოგონი“    • Soso Mikeladze - Gogo Gogoni - სოსო მ...  
5. ალბომი „მე და შენ“    • Soso Mikeladze - მე და შენ (სრული ალბ...  

გამოიწერეთ არხი:    / sosomikeladze  
შემოგვიერთდით Facebook-ზე:   / sosomikeladze111  
Twitter:   / sosomikeladze  
Soundcloud:   / sosomikeladze-1  
My site: https://sosomikeladze.wordpress.com
Instagram:   / mikeladzesoso  

სიმღერის ტექსტი: http://wp.me/p2yRJ1-1SD
Русский дословный перевод: http://wp.me/p2yRJ1-1SD