#18. პანკისის ციხე - #18. Pankisi Castle (პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო")

06/14/2020
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#პანკისი #პანკისისციხე #Pankisi
ვიდეობლოგი #18, საავტორო პროექტი \"საქართველო ჩვენს გარშემო\".

მაისის შუა რიცხვებში მე წილად მხვდა ბედნიერება მომენახულებინა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზესი მხარე, პანკისის ხეობა, ხალაწნის სოფლები და მათ სათავეში, დიდ გორის მწვერვალით ცადაზიდული თორღვა პანკელის ციხე (პანკისის ციხე/მაღრაანის ციხე).
დიახ, თქვენს წინაშეა ვიდეობლოგი #18 (პროექტი „საქართველო ჩემს გარშემო“)
პანკისის ციხე ერთ-ერთი იმ თვალსაჩინო სიმბოლოთაგანია, რომელიც ასახავს კახეთის სამეფოს (X-XI სს) საოცარ სიძლიერეს და უკვე შემდგომში ერისთავების და კახეთის მეფეების მრისხანე ძალაუფლებას შუა საუკუნეების საქართველოში. პანკისის ციხე მრავალი ალყის, ბრძოლის, საამაყო და ხან სისხლიანი ისტორიის მოწმეა!
მაგალითად, ვიკიპედია გვამცნობს, რომ: „...1605 წელს რუსი ელჩები პანკისის ციხეში ელოდნენ ალექსანდრე II-ის კარზე აუდიენციას... XVI საუკუნიდან საიმედოდ დაცულ პანკისის ციხეში ინახებოდა კახეთის სამეფო განძის დიდი ნაწილი, რომელიც 1614 წელს უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად ყიზილბაშებმა იგდეს ხელთ აბას I–ის მეთაურობით. 1664 წელს ალყაშემორტყმულ პანკისის ციხეში 7 თვე იმყოფებოდა ერეკლე I...“
გარდა საოცრად ზუსტად შერჩეული გეოგრაფიული მდებარეობისა, რის შედეგადაც ციხიდან შესაძლებელი იყო 2 და მეტი ხეობის, აგრეთვე ალაზნის ველის ნაწილის, ვიზუალური კონტროლი, გაგაკვირვებს ის საფორტიფიკაციო აზროვნების დონე, რომლითაც ციხე არის აგებული. დიახ, პირველი და ყველაზე მეტად რამაც გამაოცა - ეს არის მშენებლობის, ჩანაფიქრების, სამშენებლო პოტენციალის მასშტაბები! თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ ციხის არქიტექტურა (ნახაზები) და, ალბათ, დაასკვნით; ის ადამიანები, ვინც ამ რთულად მისაღწევ ადგილებში ციხე-ქალაქებს აგებდნენ - ფლობდნენ უამრავ რესურსს, ჰქონდათ წვდომა უდიდეს (ხშირად დაფარულ) ცოდნაზე https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%...
რაც შეეხება, ლაშქრობის პერიპეტიებს. ლაშქრობამდე ციხის მიმდაბარე ტერიტორიის და მისასვლელი გზის რუქა კარგად მქონდა შესწავლილი - ერთი ვერსიით მთის დალაშქვრა მაღრაანიდანაც იყო შესაძლებელი. თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც ზ. ხალაწანზე შევაჩერე. ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ დასალაშქრი მთისკენ რამდენიმე მხრიდან რამდენიმე ბილიკი ასდევს. ვერაფრით გადამეწყვიტა საიდან უნდა შევდგომოდი ასვლას. გარდა ამისა მოგვიანებით (უკვე ლაშქრობის დასასრულს) ისიც აღმოვაჩინე, რომ გუგლ რუქაზე ციხის კოორდინატები არასწორად არის დატანილი (ვიდეოს ბოლოში ნახეთ ჩასწორებული მონაცემები). ადგილზე ჩემს მიერ წამოწყებულმა „იმპროვიზირებამ“, ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრის უკითხავად - ჩიხში შემიყვანა. რეალურად აღმოვჩნდი გაუვალ ტყეში, უზარმაზარი ლოდების ღელეში. მომიწია უკან, სოფელში ჩამოსვლა.

დავიძახე ერთ-ერთ სახლში, რომლის ეზოშიც გაცხოველებული აგრარული სამუშაოები მიდიოდა.
გამომხედა ახალგაზრდა კაცმა, დამაყენა პირით მთებისკენ და დაწვრილებით ამიხსნა გასავლელი მარშრუტი. პანკისის ციხე მდებარეობს ორი მაღალი მთიდან, მარცხენის წვერზე. თუმცა ბილიკით ჯერ მომიწევდა პირდაპირ ავსულიყავი შედარებით დაბალ, მარჯვენა მთაზე, ციცაბო აღმართით და მხოლოდ ამის შემდეგ თხემით ავსულიყავი უფრო მაღალზე, სადაც საკუთრივ განლაგებულია ციხე. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ დამღლელი ასვლა იყო. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ხეებზე დატანილი ნიშნები (თეთრი-ყვითელი ზოლები), რომლებიც გეხმარება ადვილად მიხვიდე ციხემდე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყველა მოყვარული მოლაშქრის წარსულში ან დღის წესრიგში უნდა იდგეს ციხის მონახულება. მეც თავად, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოგზაურობამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვგეგმავ, შემოდგომაზე ან ადრიან გაზაფხულზე კიდევ ერთხელ ვესტუმრო ამ ადგილებს. ვგეგმავ ციხე მთელი თავისი დიდებულებით გადავიღო მაშინ, როდესაც ტყეს არ ექნება ფოთოლი, ხილვადობა შედარებით უკეთესი იქნება და შესაძლებელი ამ ნაგებობების სრულად აღბეჭდვა!
და ბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო:
- ისტორიკოსს დავით ჯავახიშვილს, რომელმაც სამართლიანად რეკომენდაცია გაუწია ამ საოცარი სილამაზის და ისტორიის ადგილს,
- თითოეულ ადამიანს, ვინც გზაში შემხვდა და მიმასწავლა გზა!

აგრეთვე კარგი ჩვენებური მადლობა შუა ხალაწნის მაცხოვრებელს, ხიზილას, რომელმაც კითხვაზე თუ სად შეიძლებოდა მანქანის უსაფრთხოდ დატოვება, მომენტალურად მითხრა, რომ მასთან ეზოში. მერე ავტომობილი ულამაზეს ეზოში გამაჩერებინა, ხოლო როცა ჩამოვედი მთიდან, გადაღლილი და დაქანცული, გულითადად მიმიწვია საოჯახო ვახშამზე (სამწუხაროდ, კომენდანტის საათის მოახლოების გამო იძულებული ვიყავი სასწრაფოდ დავბრუნებულიყავი თელავში).
დიდი მადლობა, ჩვენს დიად წინაპრებს, ვისი წყალობითაც ჩვენ ვართ ისინი, ვინც ვართ!
და რა თქმა უნდა, გააზიარეთ, მოიწონეთ, დააკომენტარეთ ეს ნამუშევარი.

გამოყენებული მუსიკა:
ლელა თათარაიძე „კავკასიური მელოდიები“
კომპოზიცია „ჩეჩნური“
კომპოზიცია „თუშური“
ერისიონი „ქალთა ცეკვა“ („ქართული ლეგენდა“)

#პანკისი #Pankisi #Akhmeta #TorghvaCastle #თორღვასციხე #თორღვაპანკელისციხე #პანკისისციხე #PankisiCastle #საქართველოჩვენსგარშემო