#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო")
06/19/2020
Soso Mikeladze Official-ის
მიერ
#ცივი #Tsivi #მთაცივი
ვიდეობლოგი #19, საავტორო პროექტი \"საქართველო ჩვენს გარშემო\".
თელავისა და თელაველებისთვის მთა ცივი მრავალმხრივ სიმბოლურია. მატერიალური თვალსაზრისით ეს მთა სიცოცხლის და უამრავი რესურსის წყაროა ჩვენთვის.
- სწორედ მთა ცივის ვრცელ და მადლიან ფერდობებზე მოსული ხე-ტყით თბებოდნენ და თავს ირჩენდნენ ჩვენი წინაპრები და, რა თქმა უნდა, თავად ჩვენც - სულ უახლოეს წარსულში;
- მთა ცივის მწვერვალზე და მისი ფერდობებზე არსებულ მინდვრებს საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებდნენ საძოვრებად ადგილობრივ მესაქონლეობასა და მეცხვარეობაში;
- მთა ცივის სათავეებიდან მომდინარე პატარა თუ დიდი ხევებიდან შეგროვილი წყალი ქალაქ თელავს სასმელად მიეწოდება;
- ცივ-გომბორის ქედი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივი სპეციფიკური კლიმატის ფორმირებაზე, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ადგილობრივი სოფლის მეურნეობისთვის დამახასიათებელი პროდუქციის განვითარებას.
ეს, რაც ჩამოვთვალე, ამ დიადი მთის მატერიალური (!) ამაგია.
გარდა ამისა მთა ცივი შესანიშნავი ადგილია საოჯახო დასვენებებისთვის, ტურისტული და სპორტული ლაშქრობებისთვის. ამ მთას ყველაფერთან ერთად თავისი სულიერი და ისტორიული ფუნქციები აკისრია. ის არის შენი ხალხის, კულტურის, სიბრძნის და სიღრმის საოცარი მოწმე და სიმბოლო. ჩემს ვიდეონამუშევარში წარმოდგენილია მთა ცივის სხვადასხვა მხარეებისა და ფერდობების მცირე ნაწილი (თავად ვიდეოც რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი). მთის ნახევარი დაფარულია ტყით, ხოლო მწვერვალისკენ ასვლისას - ნამდვილად ულამაზესი სუბალპური მინდვრები იშლება.
გადმოცემით ვიცი, რომ მთა ცივსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე სხვა თვალწარმტაც ადგილს შორის უნდა მომხდარიყო არჩევანი, რათა აქ სამთო-სათხილამურო კურორტი მოწყობილიყო. ბოლო ჯამში პირველობა გუდარს ერგო (მათ შორის სიმაღლისა და თოვლით დაფარულობის ხანგრძლივობითა და სტაბილურობის კრიტერიუმით).
მთა ცივის მწვერვალთან რამდენიმე გზით შეიძლება მისვლა, მათ შორის:
ა) თელავის ხევით (ჯებირების გავლით), ყველაზე მძიმე და ხანგრძლივი გზაა;
ბ) ზუზუმბოს ხევით;
გ) მამიას სახლის გზით (სამანქანე გზით), ყველაზე მოკლე და შედარებით ადვილი მარშრუტი.
ზაფხულში მთა საოცრად ლამაზია, ხოლო სანახაობების ოდენობა აქ საკმარისზე მეტია (სუბალპური მცენარეული საფარი, მწერები და ფრინველები, თელავის და მიმდებარე სოფლების ხედები, მთის გადასწვრივ, შორეულ პერსპექტივაში გადაჭიმული კავკასიონის ცენტრალური ქედი და ა. შ.). მე, მაგალითად, მთელი დღის განმავლობაში სულ გადაღებაში ვიყავი და ეს ადგილი დასატოვებლად არაფრით მეთმობოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ცივზე რამდენიმედღიანი ლაშქრობითაც არ მოიწყენს მოყვარული ადამიანი; რადგან აქ ყოვლად სუფთა და ამაღლებული ენერგეტიკა და აურა ტრიალებს. ცივის მწვერვალიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ე.წ. ცივის მთიანეთში - ილაშქროთ მანავის ცივზე, მარიამჯვარის ნაკრძალში, მოინახულოთ პირიქითა მხარის ულამაზესი სოფლები.
ასე, რომ ძვირფასო მეგობრებო, მათ შორის, თელაველებო, ვინც ყოველდღიურად უყურებთ ამ მთას, ტკბებით მისი სილამაზით, ამაყი, დარბაისლური სილუეტით - წარმოგიდგენთ ჩემს ახალ, რიგით #19 ვიდეობლოგს სახელწოდებით „ერთი საოცარი დღე ცივის მთაზე“.
გისურვებთ დიდ სიკეთეს, სიყვარულს და ბედნიერებას!
P. S. სულ ახლო მომავალში გველოდება უნიკალური ვიდეობლოგები სოფელ კისისხევში მდებარე კონდამიანის სამონასტრო კომპლექსის შესახებ (სამეკლესიანი ბაზილიკა და საიდუმლოებით სავსე გამოქვაბულები).
გამოყენებული მუსიკა:
1. პოლ მორია „შენი გონების ქარის წისქვილები“
2. როლანდ სედერმარკი „პარიზის სახურავებს ქვეშ“ (კომპ. ედიტ პიაფი, ლუი გულელმი)
3. პოლ მორია „მაპატიე ჩემი კაპრიზი“
4. ფრენსის გოია „ნოსტალგია“
5. კომპოზიცია „შემოდგომის ვარსკვლავები”
#Tsivi #Tsivimta #MtaTsivi #ცივი #მთაცივი #ცივიმთა #მანავისცივი #ცივ-გომბორი #გომბორი #თელავი #თელავისმთა #საქართველოჩვენსგარშემო