#10. საჩინის მონასტერი - #10. Sachini Monastery (პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო")
#საჩინისმონასტერი #Sachini #მონასტერი ვიდეობლოგი #10, საავტორო პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო". ჩემი ახალი, რიგით მეათე, ვიდეორგოლი ეძღვნება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბას ტერიტორიაზე მდებარე საჩინის მონასტერს. მთის მწვერვალზე აშენებული ეს ბრწყინვალე ტაძარი კიდევ ერთხელ გვახსენებს დიდებულ დროებას, იმ დიდებული ადამიანების ღონიერ ქართულ ცივილიზაციას (არ შემეშინდება ამ სიტყვის ხმარების), რომლებიც უშიშრად ერკინებოდნენ ბუნებას და სტიქიას, ყველაზე მაღალ ადგილებზე აგებდნენ სარწმუნოებრივ მონუმენტებს და ქმნიდნენ თავიანთ ეპოქას! დღეს ჩვენ მხოლოდ გაოცება გვიწევს მათ სიმამაცით, ჩანაფიქრის მასშტაბით, სიბრძნითა და სულიერი ძალით. ყოველი გოჯი ამ მთის მწვერვალის სუნთქავს სიყვარულით, სისადავით, სიმშვიდითა და უფლისმიერი სიკეთით. საჩინის ტაძრის ყოველი ქვა, ამ ერთ დროს მონუმენტური ისტორიული ძეგლის ყოველი ლოდი, არის მოწმე ჩვენი წინაპრების ძალის, სიმტკიცის, ნებისყოფის, სიცოცხლის სიყვარულისა და რწმენის! უნდა ითქვას, რომ 15 აპრილს, როდესაც მომიწია გადაღებები, დღის პირველ ნახევარს ჯერ უძირო ტბა გადავიღე, შემდეგ გამოვუშურე სოფელ ახალდაბისკენ. გზაში მოიღრუბლა და ლამის იმედი გადამეწურა, რომ გამოიდარებდა, ხოლო ცუდი განათება იმოქმედებდა კადრების ხარისხზე. ღვთის წყალობით, მას შემდეგ რაც ავედი მაღლა მთაზე და შევუდექ გადაღებას, უფალმა ისმინა ჩემი ლოცვა, გამოანათა საღამოს მზემ და მეც შევძელი ეს ფრიად დატვირთული ლაშქრობა ღირსეულად დამესრულებინა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ უბრალო და პატიოსან ადამიანს, ვინც დამაკვალიანა, პატარა მინიშნებითა და ორიენტირის ჩვენებით, მნიშვნელოვნად გამიადვილა ლაშქრობის პროცესი. აგერ უკვე მერამდენედ გამახსენდა ცნობილი ნათქვამი, რომ რუქა არ არის ტერიტორია, რომ რეალობა განსხვავდება ქაღალდზე დატანილი აღწერილობისაგან! ასე რომ გისურვებთ სასიამოვნო ნახვას და ველი თქვენს პოზიტიურ გამოხმაურებებს, მოწონებებს, სითბოსა და ვიდეორგოლის აქტიურ გაზიარებას! კლიპში გამოყენებული მუსიკა: ბიძინა კვერნაძე მუსიკა კ/ფილმიდან „დათა თუთაშხია“; გია ყანჩელი მუსიკა კ/ფილმიდან „პასპორტი“. #საქართველოჩვენსგარშემო
Soso Mikeladze Official-ის სხვა ვიდეოები
#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი"...
#4. ნეკრესის მონასტრის მშვენება - #3. Nekresi Mona...
#21. კონდამიანის გამოქვაბულები - #21. Kondamiani C...
#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace...
#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქა...
#5. ალავერდი და კვეტერა - #5. Alaverdi, Kvetera (პ...
#17. ელვა და ღამე - #17. Thunder\u0026Night (პროექ...
გადაღება, რომელიც საოცარი შემთხვევით დასრულდა (პრო...
მსგავსი ვიდეოები
#14. ზემო ხოდაშნის დედათა მონასტერი - #14. Zemo Khodasheni M...
Soso Mikeladze Official
#20. კონდამიანი, სამეკლესიანი ბაზილიკა - #20. Kondamiani Mon...
Soso Mikeladze Official
#8. იყალთოს მონასტერი - #8. Ikalto Monastery (პროექტი "საქარ...
Soso Mikeladze Official
#7. უძირო ტბა - #7. Udziro Lake (პროექტი "საქართველო ჩვენს გ...
Soso Mikeladze Official
#16. ტბა ცივზე - Tsivi Mountain Lake (პროექტი "საქართველო ჩვ...
Soso Mikeladze Official
#22. წმინდა ელიას მონასტერი (დედოფლისწყარო) - #22. Saint Ell...
Soso Mikeladze Official
#9. გაზაფხულის დილა თელავში - #9. Morning in my City (პროექტ...
Soso Mikeladze Official
#2. ალაზნის ჭალა და სანაპირო - #2. Alazani bank and floodpla...
Soso Mikeladze Official