#20. კონდამიანი, სამეკლესიანი ბაზილიკა - #20. Kondamiani Monastery ("საქართველო ჩვენს გარშემო")

06/26/2020
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#kondamiani #კონდამიანი #კისისხევი
ვიდეობლოგი #20 (I ნაწილი), საავტორო პროექტი \"საქართველო ჩვენს გარშემო\".

ჩემი საავტორო პროექტი „საქართველო ჩვენს გარშემო“ გრძელდება.
მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ #20 გამოშვება, რომელიც აღწერს სოფელ კისისხევში მდებარე კონდამიანის სამონასტრო კომპლექსს.
საქართველოს მადლიან მიწაზე კისისხევი უნიკალურია არა მხოლოდ თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით, ნიჭიერი და კეთილშობილი ადამიანებით, არამედ ფუნდამენტური სულიერ-რელიგიური დატვირთვით. ძნელია დავასახელოთ სხვა ადგილი ქვეყანაში, სადაც ასეთი სიმჭიდროვით ერთ პატარა ლოკაციაში მოქცეულია ამდენი ისტორიული, ძველი და უძველესი, მცირე თუ დიდი ზომის ეკლესია, ტაძარი, სალოცავი, ნიში, კლდეში ნაკვეთი სისტემები, მოქცეულია სავარაუდო სავაჭრო გზები, გადასავლელები, საიდანაც შესაძლებელია კომუნიკაცია კახეთის სხვადასხვა კუთხესთან. კისისხევთან დაკავშირებულია არაერთი ისტორიული ვარაუდი, თეორია, ჰიპოთეზა.
აღსანიშნავია, რომ არტეფაქტებითა და ფასეული წარსულით ესოდენ მდიდარი ადგილი პრაქტიკულად გამოუკვლეველია, მრავალი რამ ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წარსადგენია საზოგადოებისათვის კონკრეტულ, ერთობლივ და მწყობრ, მკაფიოდ ახსნილ, დასაბუთებულ ისტორიულ სურათად.
კისისხევში ლაშქრობა გადაღებული მასალის სიდიდის გამო ორ ნაწილად დავყავი. პირველ ნაწილში (#20 ვიდეობლოგი) თქვენ შეგიძლიათ იხილოთ კონდამიანის სამეკლესიანი ბაზილიკა (VI-VII სს), ხოლო მეორე ნაწილში (ვიდეობლოგი #21, რომელიც უახლოეს დღეებში გამოვა) - კონდამიანის გამოქვაბულები, ადგილი, სადაც ასვლა და მოხვედრა მართლაც სასიამოვნო, საამაყო, აუცილებელია ყველა, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული, ქართველისთვის. კონდამიანი ეს რეალურად მსხვილი სამონასტრო კომპლექსია, რომელსაც არა მხოლოდ ეკლესია მიეკუთვნება, არამედ კლდეში ნაკვეთი 60-ზე მეტ სისტემურად ერთმანეთთან დაკავშირებული გამოქვაბული.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აბო ცისკარიშვილს (Abo Ciskarishvili), კისისხევის მკვიდრს, რომელმაც საიმედო მეგზურობა გამიწია ამ დაუვიწყარ მოგზაურობაში. აბოს გარეშე ასვლა გამოქვაბულებში უბრალოდ ვერ შედგებოდა (და ეს კარგად ჩანს მომავალ ვიდეობლოგში). აბოს ღირსეულმა წინამძღოლობამ, ჩვენმა საინტერესო და ქართული სულისკვეთებით სავსე საუბრებმა, დასამახსოვრებელი გახადეს ეს დღე და ღირშესანიშნავად აქციეს საქმე ამ დღისა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ზოგადად მონაწილეობს ჩემი ლაშქრობების დაგეგმვაში, ორგანიზებაში; ოჯახის წევრებით, მეგობრებით დაწყებული, სრულიად უცხო ადამიანებით დასრულებული. მადლობა მათ, ვინც გზაში მხვდებიან, და მათთვის თითქოს ყოვლად უბრალო მინიშნებას მაძლევენ ხოლმე - სად როგორ უნდა მივიდე უფრო ადვილად და ა.შ. ამ დროს ჩემთვის თითოეულ ეს ცხოვრებისეული ნიუანსი მეტისმეტად მნიშვნელოვანია. რამეთუ სწორედ ერთობლივად აწყობილი კეთილი ნიშნებით, წვლილითა და ამაგით დგება შედეგი, სახეს იღებს აი ეს სადა და უბრალო ვიდეონამუშევრები.
რა თქმა უნდა, დიდ მადლობას ვუხდი ელექტრონული რუქების შემქმნელებს, გუგლ პლანეტა დედამიწას, დიდი მადლობა თითოეულ იმ ქართველ მკვლევართაგანს, რომელიც არ იზარებს, არ ხარბობს და თავისუფალ წვდომაში ათავსებს ინფორმაციას, ფოტო და ვიდეომასალას ჩვენი ქართული ძეგლების შესახებ.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ, ქართველებს, საქართველო ჯერ კიდევ მრავალჯერ და მრავლჯერ გვაქვს და გვექნება აღმოსაჩენი!
და ბოლოს, დიდი მადლობა, თქვენ, ძვირფასო მაყურებლებო, ყველას, ვინც იწონებთ ამ ვიდეონამუშევრებს, იზიარებთ ამ სულისკვეთებას, აკომენტარებთ და უზიარებთ მეგობრებს. თუკი ჯერ კიდევ არსებობს სოფლად 1 ადამიანი მაინც, ვისაც ესმის ეს ყველაფერი, ესე იგი არის იმედი, რომ უფალი არ გაგვწირავს!
და, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ჩვენს წინაპრებს იმისთვის, ვინც ვართ! უბრალოდ დავფიქრდეთ, რა ძნელია დღევანდელობაში თუნდაც მარტივი რამის შენარჩუნება... და გავაცნობიეროთ - რა გმირობის ტოლფასი იყო წინაპართათვის ცხოვრება იმ ჟამს!
უფალი იყოს ჩვენი საქართველოს და ჩვენი ხალხის მფარველი; გისურვებთ სასიამოვნო ნახვას!
P. S. აუცილებლად გადართეთ ეს ვიდეო უმაღლეს ხარისხზე, მაგალითად, HD-720 და მეტი (ან გადადით ჩემს ოფიციალურ youtube-არხზე და იქ ნახეთ ვიდეორგოლი).

გამოყენებული მუსიკა:
კვინტეტი „ურმული“ კომპოზიცია „დუდუკი“.

#კისისხევი, #კონდამიანი #Kisiskhevi #Kisisxevi #Kondamiani #Caves #გამოქვაბულები #კონდამიანისქვაბები „ქრისტესსაფლავისმიწა #თელავი #საქართველოჩვენსგარშემო