#8. იყალთოს მონასტერი - #8. Ikalto Monastery (პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო")
#იყალთო, #Ikalto, #იყალთოსაკადემია ვიდეობლოგი #8, საავტორო პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო". ჩემი დღევანდელი ვიდეობლოგი ეთმობა იყალთოს მონასტერს/სამონასტრო კომპლექსს (10.04.2020). მონასტერი დაარსებულია VI საუკუნეში, ხოლო იყალთოს აკადემია - XI-XII სს. ამ მიდამოს ვესტუმრე ჩემთვის სრულიად უცხო მარშრუტით, როდესაც დავასრულე გადაღებები „შიოს მარანში“ (წმინდა შიოს მონასტერი, იხილეთ თემატური ვიდეო ჩემთან). ერთი ძეგლიდან მეორეს მიმართულებით გადასვლამ მართლა საოცრად ამაღლებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სოფელ იყალთოს ნამდვილად არ ვიცნობდი ამ მხრიდან, ამ ხედებით, ამ ღვთაებრივი პანორამებით. მანამდე გავდიოდი სამანქანე გზას, როგორც მრავალი სხვა მგზავრი ან ჩვეულებრივი მძღოლი, ჩქარი სვლით და მთელი სოფელი მცდარად და შაბლონურად, დაახლოებით ასე წარმომედგინა. ამ დროს კი ზემო მხარეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდება სილამაზე, სიმშვიდე, მადლი, სივრცე, ისტორიული საიდუმლო, კვალი და ნიშანი. მოვდიოდი და ვფიქრობდი როგორ ხშირად და რამდენ რამეზე ქართველებს გვჭირდება, რომ ვიღაცამ მიგვიყვანოს და არა მხოლოდ გვაჩვენოს - თვალები ფართედ-ფართედ გაგვახელინოს! შეიძლება უცხოტომელის ხისტი ბრძანებაც კი დაგვჭირდეს: "უყურე და დატკბი!" დიახ, ამდენი მშვენება, უბრალოება, ასეთი ჯადოსნური ლანდშაფთი, ამდენი სუფთა ენერგია და ამ დროს ჩვენ ბევრ რამეს ისე ურეაქციოდ ავუვლით გვერდს და ხშირად არც კი გავუფრთხილდებით, არც გავიხსენებთ, არც განვადიდებთ მადლიერებით და ლოცვით შემოქმედს!... მოკლედ, ნახეთ ეს ვიდეორგოლი, მოიწონეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ და გააცანით ქვეყანას ჩვენი ეროვნული სიმდიდრე! გამოყენებული მუსიკა: ჰამლეტ გონაშვილი და ანსამბლი „რუსთავი“ „წინწყარო“. #იყალთო #იყალთოსმონასტერი #Ikalto #IkaltoMonastery #საქართველოჩვენსგარშემო
Soso Mikeladze Official-ის სხვა ვიდეოები
#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი"...
#4. ნეკრესის მონასტრის მშვენება - #3. Nekresi Mona...
#21. კონდამიანის გამოქვაბულები - #21. Kondamiani C...
#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace...
#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქა...
#5. ალავერდი და კვეტერა - #5. Alaverdi, Kvetera (პ...
#17. ელვა და ღამე - #17. Thunder\u0026Night (პროექ...
გადაღება, რომელიც საოცარი შემთხვევით დასრულდა (პრო...
მსგავსი ვიდეოები
#16. ტბა ცივზე - Tsivi Mountain Lake (პროექტი "საქართველო ჩვ...
Soso Mikeladze Official
#14. ზემო ხოდაშნის დედათა მონასტერი - #14. Zemo Khodasheni M...
Soso Mikeladze Official
#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი") - #6. Sh...
Soso Mikeladze Official
#4. ნეკრესის მონასტრის მშვენება - #3. Nekresi Monastery (პრო...
Soso Mikeladze Official
#21. კონდამიანის გამოქვაბულები - #21. Kondamiani Caves (პროე...
Soso Mikeladze Official
#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace (პროექტი...
Soso Mikeladze Official
#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქართველო ჩვე...
Soso Mikeladze Official
#17. ელვა და ღამე - #17. Thunder\u0026Night (პროექტი "საქართ...
Soso Mikeladze Official