#21. კონდამიანის გამოქვაბულები - #21. Kondamiani Caves (პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო")

06/28/2020
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#კონდამიანი #კისისხევი #გამოქვაბულები #Kisiskhevi
ვიდეობლოგი #21 (II ნაწილი), საავტორო პროექტი \"საქართველო ჩვენს გარშემო\".

სოფ. კისისხევში მდებარე კონდამიანის მონასტრისადმი მიძღვნილი ვიდეობლოგი ორ ლოგიკურ ნაწილად დავყავით. I ნაწილი გამოვაქვეყნე ხუთშაბათს („#20. კონდამიანი, სამეკლესიანი ბაზილიკა, ნაწილი I“). ახლა კი დრო მოვიდა წარმოგიდგინოთ ამ დაუვიწყარი მოგზაურობის მეორე, დინამიური, მისტიური და ძალიან საინტერესო გამოშვება, რომელიც გამოქვაბულებს და, შეიძლება ითქვას, კლდეში გაშენებულ ქალაქს ეძღვნება!
წინამდებარე #21 ვიდეობლოგი ბუნებრივი გაგრძელებაა წინა ვიდეოს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ისტორიულ ჩანაწერებში კონდამიანი აღიწერება, როგორც კლდეში გამოქვაბული მონასტერი სამბაზილიკიანი ეკლესიით. და მეორე, ტერიტორიული დაშორება ეკლესიასა და ქვაბებს შორის საჰაერო მანძილით არაუმეტეს 100-150 მეტრია, რაც ამ ძეგლის კომპლექსურობაზე მეტყველებს.
რა თქმა უნდა, ეს გამოქვაბულები იმდენად ვრცელი და ყოვლისმომცველი არქიტექტურული ანსამბლია, რომ აუცილებელია მისი სისტემური შესწავლა და დაცვა სახელმწიფოს მხრიდან. როგორც წინა გამოშვებაში ვწერდი, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან აუცილებელია კონდამიანის არა მხოლოდ ფიზიკური შენარჩუნება, არამედ მისი კონკრეტული წარსული სურათის და ისტორიის რესტავრაცია. სავსებით გასაგებია, რომ კახეთის და საქართველოს თითქმის ყოველ სოფელში არის ისტორიული ძეგლი და ნანგრევები, თუმცა კონდამიანის ქვაბები ამ ყველაფერთან მიმართებაში ცოტა უფრო მაღალრანგიანი მოვლენაა. ეს საქართველოა და ჯერ-ერთი სხვა საქართველო არ არის და სწორედ ასეთ ისტორიულ ძეგლებში იმალება ჩვენი იდენტობა, რომელსაც სხვაგან ვერ აღმოვაჩენთ! დასაწყისში ეს გამოქვაბულები საჭიროებს შესწავლას, ძეგლის სტატუსის მინიჭებას და შემდეგ უკვე ფართომასშთაბიან სარესტავრაციო საქმიანობების განხორცილებას (სხვათა შორის 2014 წელს კუნტუსის ტაძრის მონახულების და გადაღების შემდეგ მრავალი გავლენიანი ადამიანი შევაწუხე; ჩემდა საბედნიეროდ, სულ ახლახანს ინტერნეტში აღმოვაჩინე, რომ კუნტუსისთვის ძეგლის სტატუსი მიუნიჭებიათ).
კონდამიანის გამოქვაბულებამდე მოსვლა არც ისეთი ადვილი საქმეა: საჭიროა გამოცდილი, ძლიერი მეგზური, რომელიც ფიზიკურად და აღჭურვილობით მომზადებულია ასვლისთვის, აგრეთვე იცის ბილიკები და კონკრეტული გამოქვაბულების მისადგომები. რა თქმა უნდა, როდესაც უკვე ლაშქრობის ნახევარი დასრულდება და მაღლა აღმოჩნდები - იქ ყოფნა ერთი დიდი სიამოვნებაა - თვალისთვის, სულისთვის. შეგრძნებების მხრივ, მართალია, საკმაოდ ბუნებრივი შიშიც გეუფლება. ამასთანა ერთად დაღლილი სხეულის ფიქრი დაუსრულებლად ფეთქავს ძარღვებში - რა მასშტაბის ღირსეულ ადამიანებს უნდა ეშრომათ ამ ყველაფრის შესაქმნელად! ასეთი რა ადამიანები იყვნენ?!
დიდი მადლობა პირველ რიგში აბო ცისკარიშვილს, რომელმაც ორგანიზება გაუწია და უმეგზურა ამ საოცრად საინტერესო და დაუვიწყარ ლაშქრობას. ყველას ჩვენ, განსაკუთრებით თელავის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, მრავალი ლეგენდა გვსმენია კისისხევის გამოქვაბულების შესახებ, და აი სწორედ ამ ერთობლივი ასვლით მოგვეცა შესაძლებლობა ახლოდან, მხატვრული სახით დაგვენახა გამოქვაბულების ინტერიერი, დაგვენახა და შეგვეგრძნო ჩვენი პაპა-ბებიების, დიდი წინაპრების სიცოცხლე. აბოს საუბრების ჩანაწერები და საერთოდ მისი მონაწილეობა ამ ბლოგში დამეხმარა კიდევ უფრო სრულყოფილი გამეხადა ჩემი მომოდევნო ვიდეონარკვევების კონცეფცია.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარ დავით ფეიქრიშვილს, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებში ყოველთვის მეხმარება თავისი კაცური და ლაზათიანი თანადგომით.
მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს!
მადლობა მეგობრებს!
მადლობა თანამედროვე და ძველ ქართველ ისტორიკოსებს, კულტურის მკვლევარებს!
უდიდესი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ეს ყველაფერი აღაშენა, მადლობა მათ, ვინც სისხლის და სიცოცხლის ფასად ეს ყველაფერი შემოგვინახა!
და ასევე ბარაქა და მადლობა იმ გონს, სულსა და მარჯვენას, ვინც შეძლებს და მომავალში ამ ისტორიულ სიმდიდრეს ახალ ღირსეულ სიცოცხლეს დაუბრუნებს!
დიდება უფალს, რომელმაც ძალა, ცოდნა და ენერგია მომანიჭა ამ ვიდეოზე დამოუკიდებლად მემუშავა დღეების და ღამეების განმავლობაში, მემუშავა მარტოს - რათა ვიოდეჩანახატი განსაკუთრებულად ლამაზი და მიმზიდველი ყოფილიყო საქართველოს თითოეული შვილისთვის!

უფალო, დაიცავი საქართველო!

P. S. აუცილებლად გადართეთ ეს ვიდეო უმაღლეს ხარისხზე, მაგალითად, HD-720 და მეტი (ან გადადით ჩემს ოფიციალურ youtube-არხზე და იქ ნახეთ ვიდეორგოლი). სამწუხაროდ, ფბ ძირითადად მნიშვნელოვნად აფუჭებს ვიდეორგოლების ხარისხს.
დედანი:    • #20. კონდამიანი, სამეკლესიანი ბაზილიკ...  

გამოყენებული მუსიკა:
1. ცეკვა „ხორუმი“
2. კომპოზიცია „მთიულური“
3. კომპოზიცია კ/ფილმიდან „ფესვები“
4. ინოლა გურგულია „ადამიანი“
5. ცეკვა „ხორუმი“


#კისისხევი, #კონდამიანი #Kisiskhevi #Kisisxevi #Kondamiani #Caves #გამოქვაბულები #კონდამიანისქვაბები #ქრისტესსაფლავისმიწა #თელავი #კონდამიანისქვაბები #გამოქვაბული #კოზმადადამიანე #სოსომიქელაძე #საქართველოჩვენსგარშემო