#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace (პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო")
05/16/2020
Soso Mikeladze Official-ის
მიერ
#ვანთა #Vanta #სასახლე
ვიდეობლოგი #13, საავტორო პროექტი \"საქართველო ჩვენს გარშემო\".
ჩემი ვიდეობლოგების ციკლი „საქართველო ჩვენს გარშემო“ გრძელდება.
წარმოგიდგენთ რიგით უკვე #13 ვიდეორგოლს, რომელიც ასახავს ისეთ ძველი, ღვინოსავით იდუმალი და საინტერესო, ნაგებობის ნაშთებს, როგორიცაა ისტორიული ვანთის სასახლე. ეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი VIII- IX საუკუნეებით თარიღდება. ზოგიერთი ცნობით იგი სახელოვან სასულიერ პირს, დონაურთა გვარის წარმომადგენელ ილარიონ ქართველს ეკუთვნოდა (ილარიონ ქართველის ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კახეთის 3 ძეგლთან. ესენია: ფერისცვალების ეკლესია დავითგარეჯის ლავრაში, ე. წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერი).
კომპლექსიდან დღესდღეობით შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთია. რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო - თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა.
ამ ვიდეორგოლით მოდით კიდევ ერთხელ თვალი შევავლოთ ჩვენი ისტორიული სიძველის მცირედ ნაწილს, კახეთში მდებარე ერთ-ერთ უნიკალური ძეგლს. გავიხსენოთ და გონებაში ჩავიბეჭდოთ; აქ, ამ მშვენიერ მიწა-წყალზე სასწაულები ხშირად ჩვენს გვერდით არის!
ამ სასწაულებს სასწაულებრივი გაფრთხილება, პატივისცემა, დაფასება, აღიარება სჭირდება, ხოლო მათ ფიზიკურ შენარჩუნებას, განურჩევლად ეპოქისა, როგორც ჩანს ხშირად კბილებით დაცვა სჭირდება.
ვიდეობლოგში გამოყენებული მუსიკა:
ჰამლეტ გონაშვილი და ანსამბლი \"რუსთავი\" „გაფრინდი, შავო მერცხალო“
#საქართველოჩვენსგარშემო