#5. ალავერდი და კვეტერა - #5. Alaverdi, Kvetera (პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო")
#alaverdi, #kvetera, #ალავერდი ვიდეობლოგი #5, საავტორო პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო". გუშინდელი ინდივიდუალური ლაშქრობა-ექსკურსია კვეტერას მიმართულებით, ტრადიციისამებრ დაუვიწყარი და აღმაფრთოვანებელი ემოციებით იყო სავსე. პირველი გზად დიადი ალავერდის ხედების გადაღება მომიწია. დარწმუნებული ვარ ყველას ჩვენებურად გვხვდება ალავერდი, ყოველთვის მშვენიერი, დიდებული და ყოველთვის განსხვავებული. შემდეგ რამდენიმე წუთით შევიარე ბახტრიონის ეკლესიაში და ბოლოს გავემართე კვეტერასკენ. გზა ახმეტიდან კვეტერამდე მართლაც ენითაღუწერელი სილამაზის ხედების სამყაროა. თვალწარმტაცი ილტოს ხეობა, პატარა, მარტოობით ჩუმი და მშვენიერი სოფლები - აქ საოცარი სიმშვიდე და იდუმალი სუნთქვაა წარსულისა... და ეს მთები, როგორც უტყვი მოწმეები ქართველობის ასეულობით თაობებისა - ტრაგედიების და აღმაფრენისა! სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ცა მოიღრუბლა და ეს აისახა გადაღებული მასალის ფერებზე, თუმცა ბოლო ჯამში კვეტერას დათვალიერების ესთეტიურმა და სულიერმა სიამოვნებამ ყველაფერმა გადააჭარბა. დიდება ჩვენს ღირსეულ წინაპრებს, დიდება უფალს ეს საოცარი მიწა, კულტურა და იდენტობა, რომ გვაჩუქა! გვიყვარდეს ერთმანეთი = გვიყვარდეს საქართველო! გამოყენებული მუსიკა: ანსამბლი "ბასიანი" "ჩაკრულო", ანსამბლი "ანჩისხატი" "სამი ათას წელზე მეტი". #საქართველოჩვენსგარშემო #კვეტერა #ალავერდი
Soso Mikeladze Official-ის სხვა ვიდეოები
#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი"...
#4. ნეკრესის მონასტრის მშვენება - #3. Nekresi Mona...
#21. კონდამიანის გამოქვაბულები - #21. Kondamiani C...
#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace...
#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქა...
#5. ალავერდი და კვეტერა - #5. Alaverdi, Kvetera (პ...
გადაღება, რომელიც საოცარი შემთხვევით დასრულდა (პრო...
მსგავსი ვიდეოები
#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი") - #6. Sh...
Soso Mikeladze Official
#4. ნეკრესის მონასტრის მშვენება - #3. Nekresi Monastery (პრო...
Soso Mikeladze Official
#15. ჩანახატები ალაზნის ველიდან - #15. Sketches from Alazani...
Soso Mikeladze Official
#3. კუნტუსის ეკლესია და ფსიტის ციხე - #3. Kuntusi Church (პრ...
Soso Mikeladze Official
#20. კონდამიანი, სამეკლესიანი ბაზილიკა - #20. Kondamiani Mon...
Soso Mikeladze Official
#8. იყალთოს მონასტერი - #8. Ikalto Monastery (პროექტი "საქარ...
Soso Mikeladze Official
#9. გაზაფხულის დილა თელავში - #9. Morning in my City (პროექტ...
Soso Mikeladze Official
#7. უძირო ტბა - #7. Udziro Lake (პროექტი "საქართველო ჩვენს გ...
Soso Mikeladze Official