#9. გაზაფხულის დილა თელავში - #9. Morning in my City (პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო")
#Telavi #Morning #თელავი ვიდეობლოგი #9, საავტორო პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო". დღევანდელი, რიგით უკვე მეცხრე ვიდეორგოლი წარმოგიდგენთ ერთ მშვენიერ, დაუვიწყარ დილას ჩემს მშობლიურ ქალაქ თელავში. მრავალი თელაველისთვის ქალაქის უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენს ნადიკვრის დასვენებისა და კულტურის პარკი. აქედან ნანახი მზის ამოსვლა მართლაც რომ ერთ რამედ ღირს! საბედნიეროდ, სწორედ 14 აპრილს, გამთენიისას, დედაენის დღეს, წილად მხვდა ბედნიერება, რომ ჯერ გამეაზრებინა არსებული შესაძლებლობა და შემდეგ მაქსიმალურად მომეხდინა საკუთარი თავის მობილიზება და სადღაც 6:10-ზე უკვე ვყოფილიყავი პარკის ტერიტორიაზე. გულსავსემ და ბედნიერმა გადავიღე აპრილის ეს კაშკაშა აისი, მართლაც განსაკუთრებული მზის ამოსვლა ჩემს ცხოვრებაში (თუმცა ნეტავ რომელი აისი არაა განსაკუთრებული?!). მერე გამახსენდა, რომ დილის თელავში არანაკლებ ღირშესანიშნავ სანახაობას წარმოადგენს თელავის თეატრის წინ მტრედებით გადაპენტილი მოედანი. გამოვყევი გზას და ესეც გადავიღე... რა თქმა უნდა, ახლა არ მოვყვები ვიდეობლოგის მთელ პერიპეტიებს და უბრალოდ, ჩემგან სახსოვრად დაგიტოვებთ ამ ამაღლებულ, ლამაზ, დამამშვიდებელ სანახაობას. აგრეთვე მინდა, რომ ეს ვიდეორგოლი იყოს ქალაქთან შეხების შესაძლებლობა ყველა იმ თელაველი ემიგრანტისთვის, ვისაც ენატრება საკუთარი ქალაქი, ყველა იმ თელავის მოტრფიალე საქართველოს შვილისთვის, ვინც ნატრობს აქ კიდევ ჩამოსვლას, ნახვას, დასვენებას ან დარჩენას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამდენს ზრუნავს ჩვენი თელავის იერსახეზე, გამწვანებაზე, სილამაზეზე, ზრუნავს ჩუმად, თავმდაბლად, სახელის მოხვეჭის პრეტენზიის გარეშე. სახელიც და სიმდიდრეც ადამიანმა ჭეშმარიტად რომ ცაში უნდა დააგროვოს! ჩემი აღფრთოვანება, თქვენი მოწონება უკვე თავისთავად არის ამ ადამიანების სულიერი სიმდიდრე! მე მიყვარს თელავი! #თელავი #ნადიკვარი, #ერეკლეII #Telavi #Nadikvari #ErekleII #საქართველოჩვენსგარშემო
Soso Mikeladze Official-ის სხვა ვიდეოები
#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი"...
#4. ნეკრესის მონასტრის მშვენება - #3. Nekresi Mona...
#21. კონდამიანის გამოქვაბულები - #21. Kondamiani C...
#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace...
#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქა...
#5. ალავერდი და კვეტერა - #5. Alaverdi, Kvetera (პ...
გადაღება, რომელიც საოცარი შემთხვევით დასრულდა (პრო...
მსგავსი ვიდეოები
ლენკას და ნინის გაზაფხულის დილა მაფიაში! ასე ემზადებიან გოგო...
მაფიის ღამე
გაზაფხულის სურნელოვანი დილა/“დილის სამინისტრო“/რადიო იმედი,...
რადიო იმედი
giga kvenetadze-me es sikvaruli mtsvavs (karaoke)
Гига Квенетадзе
giga kvenetadze-მე ეს სიყვარული მწვავს
მარტის დღეები ფერმაში - ფენოვანი 2.30
რადიო თავისუფლება
ირმა სოხაძე - შეგირიგდები (2004) [სრული ალბომი]
Georgia On Tape
ქართული ხმები - შენ სისხლო ჩემო / Georgian Voices - Shen Sis...
Georgian Voices / ქართული ხმები
ანანო ჯალალი (დები ზვიადაურები) გაზაფხულის ფერადები
ani jalali