#7. უძირო ტბა - #7. Udziro Lake (პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო")
#udziro, #უძირო, #უძიროტბა ვიდეობლოგი #7, საავტორო პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო". ჩემი დღევანდელი ვიდეობლოგი ეძღვნება უძირო ტბას (ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ხოდაშენი, 15.04.2020). მანამდე მრავალი რამ მქონდა გაგონილი ამ პატარა, თუმცა დახატული ტბის შესახებ, რომელიც გომბორის ქედის ფერდობს ემიჯნება (და სამწუხაროდ, ვერანაირი კონკრეტული ფოტო ამ ალაგის შესახებ ინტერნეტში ვერ ვიპოვე). უძირო ტბა, უდაოდ, შესანიშნავი ადგილია ფიზიკური და სულიერი დასვენებისთვის, მეგობრებთან ერთად ლაშქრობისთვის, ან კიდევ უბრალო და ლაზათიანი ქართული სუფრის მოსაწყობად ბუნებაში. სოფლის მაცხოვრებლების აზრით ტბაში ბანაობა დაუშვებელია, რადგან ყოფილა უბედური შემთხვევები და ტბა საკმაოდ „საშიშად“ ითვლება. ასევე ამბობენ, რომ უძირო ტბაში დიდი თევზები იცის და იგი მიწისქვეშა წყლებით ივსება. მოკლედ, მეგობრებო, ულამაზესი ბუნება, კეთილი და უბრალო ადამიანები, ვინც შემხვდნენ და დამაკვალიანეს, ტბასთან მიმავალი ბილიკები, თავად ლოკაციის რუქებით ძიების პროცესი, კავკასიონის უტყვი და მარადიული მზერა, ტყის სული და სუნთქვა - ამ ყველაფერმა ერთბაშად მართლაც უნიკალური განცდებით აავსო ჩემი გული და გონება და შემაყვარა ეს მხარე! ამიტომ მე კვლავაც აქტიურად და ენერგიულად ვაგრძელებ დაწყებულ ციკლს „ანტი-კორონა ჩვენებურად“ (უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ულამაზესი რგოლი გელით). იმედი მაქვს, თქვენც ისიამოვნებთ უძირო ტბის ვიდეორგოლით, მოიწონებთ და აქტიურად გააზიარებთ! გამოყენებული მუსიკა: ანსამბლი "კოლხეთი" კომპოზიცია „ქართული საცეკვაო მელოდიები“; თეონა ქუმსიაშვილი „ხმა უცნაური“. #უძიროტბა #UdziroLake #Akhmeta #ZemoKhodasheni #საქართველოჩვენსგარშემო
Soso Mikeladze Official-ის სხვა ვიდეოები
#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი"...
#4. ნეკრესის მონასტრის მშვენება - #3. Nekresi Mona...
#21. კონდამიანის გამოქვაბულები - #21. Kondamiani C...
#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace...
#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქა...
#5. ალავერდი და კვეტერა - #5. Alaverdi, Kvetera (პ...
#17. ელვა და ღამე - #17. Thunder\u0026Night (პროექ...
გადაღება, რომელიც საოცარი შემთხვევით დასრულდა (პრო...
მსგავსი ვიდეოები
#14. ზემო ხოდაშნის დედათა მონასტერი - #14. Zemo Khodasheni M...
Soso Mikeladze Official
#18. პანკისის ციხე - #18. Pankisi Castle (პროექტი "საქართველ...
Soso Mikeladze Official
#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი") - #6. Sh...
Soso Mikeladze Official
#4. ნეკრესის მონასტრის მშვენება - #3. Nekresi Monastery (პრო...
Soso Mikeladze Official
#21. კონდამიანის გამოქვაბულები - #21. Kondamiani Caves (პროე...
Soso Mikeladze Official
#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace (პროექტი...
Soso Mikeladze Official
#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქართველო ჩვე...
Soso Mikeladze Official
#17. ელვა და ღამე - #17. Thunder\u0026Night (პროექტი "საქართ...
Soso Mikeladze Official