#3. კუნტუსის ეკლესია და ფსიტის ციხე - #3. Kuntusi Church (პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო")
#ფსიტიციხე, #კუნტუსი #Kuntusi ვიდეობლოგი #3, საავტორო პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო". კუნტუსის ეკლესია ერთ-ერთი იმ საოცრებათაგანია, რომელსაც ინახავს თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ თეთრ-წყლების მიმდებარე ტყით მოცული ტერიტორია, ნაქალაქრად წოდებული. კუნტუსის საყდრის მონახულება ყოველთვის საოცარი ენერგიით და სისუფთავით ავსებს ადამიანს. ჩემს მიერ გადაღებულ და დამონტაჟებულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, შენობის ერთ-ერთი ფრთის დაბალ შესასვლელში, მარჯვნივ კედელზე დატანილია უძველესი წარწერა (იქნებ ვინმემ სცადოთ მისი გაშიფვრა). გადმოცემით ტაძარი დანგრეულია თემურ-ლენგის მიერ და შემდგომში მისი აღდგენა დაუწყია ალექსანდრე I კახთა მეფეს (ყველაფერი უკვე დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ვიკიპედიაში). 2014 წელს მე და ჩემი მეგობარი, დიდი ძებნის შემდეგ, ვესტუმრეთ ამ საოცარ სივრცეს. მახსოვს ის დაუვიწყარი განცდები, როდესაც ამ ულამაზესი ტაძრის ახლაც უმშვენერეს ნაშთებს პირველად შევეხე! ამჟამად ტაძარი გაცილებით მოვლილი, დასფუთავებული და მიდამოც მოწესრიგებული მეჩვენა. უფალმა დალოცოს ის ადამიანები, ვინც ამ მადლიან საქმეში მიიღო და დღესაც იღებს მონაწილეობას - მამაოები, მრევლი და ყველა კეთილი ადამიანი! და ბოლოს, საბედნიეროდ, ძალიან ზუსტად მუშაობს გუგლის რუქები. შესაბამისად, ნებისმიერ თქვენგანს ადვილად შეუძლია გაიკვლიოს გზა და მოვიდეს ამ ნამდვილად საოცარი ადგილების მოსანახულებლად! ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი! გამოყენებული მუსიკა: ანსამბლი "ბასიანი" ბინდისფერია სოფელი", ილია ზაქაიძე "დაიგვიანეს". #საქართველოჩვენსგარშემო
Soso Mikeladze Official-ის სხვა ვიდეოები
#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი"...
#4. ნეკრესის მონასტრის მშვენება - #3. Nekresi Mona...
#21. კონდამიანის გამოქვაბულები - #21. Kondamiani C...
#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace...
#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქა...
#5. ალავერდი და კვეტერა - #5. Alaverdi, Kvetera (პ...
#17. ელვა და ღამე - #17. Thunder\u0026Night (პროექ...
გადაღება, რომელიც საოცარი შემთხვევით დასრულდა (პრო...
მსგავსი ვიდეოები
ულამაზესი სიმღერა J. Skanadze - Shen gekutvnis guli chemi...
ქართული მუსიკის საუკეთესო საიტი Georgian music
აქტუალური თემა: გონორეა
დისტანციური კლინიკა ,,ბაბა\"
ევროპის დღე 2023 - მთავრობის მიერ ორგანიზებული ევროპის დღეებ...
TV IMEDI
#მოამბე 18 საათზე, პირველი ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი ქართული ეკომეგობრული USB კაბელი „ტენე“ წლის ბოლოდან...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
გიორგი ვაშაძე - ეს არის ტოტალური ქოციანობა
ტვ პირველი • TV Pirveli
უმაგრესი კლიპი, არ ჩაუაროთ შრომა წყალში, უბრალოდ გააზიარეთ :...
New Videos / Subscribe
ზალკალიანის ვიზიტი ჟენევაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster