#27. ფსიტის ციხე - #27. Psiti Castle

09/02/2021
Soso Mikeladze - Laboratory-ის მიერ

#ფსიტისციხე #ფსიტი #ციხე #საქართველო #კახეთი
ფსიტის ციხე შარშანდელი ლაშქრობების სერიიდან განსაკუთრებული სანახაობა იყო ჩემთვის. რამდენჯერმე ვარ ასული ამ საოცარ ადგილზე და ყოველთვის ეს იყო უძლიერესი შეგრძნება. აქ მიყვარს ყოველი ქვა, კენჭი, ყოველი კედლისა და გოდოლის ფრაგმენტი!
ჩემთვის ეს ციხე სასწაულია თავისი არსით, განლაგებით, იმ იდეებით, რომლებსაც გიხსნის წარმოსახვაში - ვინ აღაშანა, რამ აღაშენა, როგორ, რანაირად.
მთელი ცხოვრება ვუყურებ ამ ციხესიმაგრეს შორიდან და ის გვიყურებს ჩვენ! და ამ მზერაში ყველაფერია - სევდა, დარდი, მარტოობა, სასოწარკვეთილება, ახალი იმედი და მომავალი განბრწყინება!
იმდენად მიყვარს იმ 2020 წლის ივლისის ლაშქრობა, რომ ვიდეომონტაჟის დროს მენანებოდა ნებისმიერი კადრის წაშლისა ან დაჭრისთვის, ყოველ ეპოზოდს ფიქრით იქ მივყავდი, იმ დალოცვილ ალაგს.
წინამდებარე ვიდეობლოგს დართული აქვს ულამაზესი და ღრმა ქართული ფოლკლორული მუსიკა. ვფიქრობ, მთხრობელის ხმის ნაცვლად ნამღერი უფრო ტკბილად გვამცნობს იმ უცნობი, სულით ბუმბერაზი ქართველების შესახებ, ვინც შექმნა ეს ციხესიმაგრე, ვინც უფრთხილდებოდა და იცავდა ამ მიწა-წყალს, ვინც თავისი სისხლის ფასად იცოდა და იცნობდა ჩვენი ქართული მიწის სულსა და გემოს.
დღეს, როდესაც ქართველობა მოწყვეტილია სულიერებას, ფესვებს, ენას, პატრიოტიზმს - ამგვარ ადგილებში კვლავაც ღვივის ის, რამაც საქართველოს თავისუფალი გული დღემდე მოიყვანა. ამიტომ რაც შეიძლება ხშირად, დებო და ძმებო (ტიკ-ტოკების ნაცვლად) ჩვენი დრო, სურვილი და ყურადღება ამგვარი ადგილების მონახულებას უნდა დავუთმოთ.
და ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ, რომ მოხდეს ამ ადგილების შესწავლა, გაფრთხილება, შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის!
გაუმარჯოს საქართველოს!
პროექტი \"საქართველო ჩვენს გარშემო\".


არხის განვითარებისთვის:
ანგარიში თიბისი ბანკში: GE07TB7451936010100021
მიმღები: იოსებ მიქელაძე