#16. ტბა ცივზე - Tsivi Mountain Lake (პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო")
#TsiviMount #ცივი #ტბა ვიდეობლოგი #16, საავტორო პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო". ვიდეობლოგების სერია „საქართველო ჩვენს გარშემო“ - გრძელდება. წარმოგიდგენთ ჯერ კიდევ აპრილში გადაღებულ პატარა ტბას (ვიდეობლოგი #16), რომელიც მთა ცივის ფერდობზე მდებარეობს. ეს, მრავალი თელაველისათვის ნაცნობი, ადგილი ყველაზე ლამაზად სწორედ გაზაფხულზე წარმოჩნდება, როდესაც მთის ტყე ჯერ არ არის გაფოთლილი, ხოლო ტბის ზედაპირი ჯერ კიდევ არ დაუფარავთ წყალმცენარეებს. ტბა ცივზე ბევრი მოლაშქრე თელაველისათვის კარგად არის ცნობილი, აგრეთვე ცნობილია იმ ადამიანებისათვის, ვინც პროფესიულად არიან დაკავშირებულები მეცხოველეობასთან, ნადირობენ. ყველა ბუნების მოყვარულს, დაინტერესებულ ადამიანს გავუწევდი რეკომენდაციას ადრიან გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე ესტუმრნენ და მოინახულონ ეს ბუნების მშვენიერება (სხვათა შორის, ტბა უკვე დავარეგისტრირე გუგლ რუქაზე და იგი ჩანს თუკი ილაშქრებთ თელავის რიყის მხრიდან). ამ დროს ტბას ბოლომდე ჩანს, შეგიძლიათ მიიღოთ ესთეტიური სიამოვნება მისი დათვალიერებით, თან ნაპირთან პიკნიკიც მოაწყოთ მეგობრებთან ერტად. დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის ეს იყო ძალიან საინტერესო, შთაბეჭდილებებით სავსე, თუმცა საკმაოდ დამღლელი ლაშქრობა, რომლის შედეგად აპლიკაციამ "ნაბიჯების მზომავი" 25 კმ (!) დამიწერა (იმ დროს მოქმედებდა ავტომობილით მოძრაობის შეზღუდვა და დამატებითი 8 კმ-ის გავლა ხევამდე და უკან, ფეხით მომიწია). დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც დამეხმარა ამ ყველაფრის ორგანიზებასა და განხორციელებაში. თქვენ კი, ძვირფასო მაყურებელო, რა თქმა უნდა, მოიწონეთ, დააკომენტარეთ და გააზიარეთ ❤ სულ ახლო მომავალში ჩვენ გველოდება ვიდეოანგარისი უკვე ივნისის ლაშქრობიდან, ამჯერად მთის მწვერვალზე (+გავლით ტბის საზაფხულო პეიზაჟი). #TsiviMountain #Tsivi #Telavi #TsiviMountLake #ცივი #მთაცივი #ტბაცივზე
Soso Mikeladze Official-ის სხვა ვიდეოები
#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი"...
#4. ნეკრესის მონასტრის მშვენება - #3. Nekresi Mona...
#21. კონდამიანის გამოქვაბულები - #21. Kondamiani C...
#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace...
#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქა...
#5. ალავერდი და კვეტერა - #5. Alaverdi, Kvetera (პ...
#17. ელვა და ღამე - #17. Thunder\u0026Night (პროექ...
გადაღება, რომელიც საოცარი შემთხვევით დასრულდა (პრო...
მსგავსი ვიდეოები
#20. კონდამიანი, სამეკლესიანი ბაზილიკა - #20. Kondamiani Mon...
Soso Mikeladze Official
#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace (პროექტი...
Soso Mikeladze Official
#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქართველო ჩვე...
Soso Mikeladze Official
#17. ელვა და ღამე - #17. Thunder\u0026Night (პროექტი "საქართ...
Soso Mikeladze Official
გადაღება, რომელიც საოცარი შემთხვევით დასრულდა (პროექტი "საქა...
Soso Mikeladze Official
#15. ჩანახატები ალაზნის ველიდან - #15. Sketches from Alazani...
Soso Mikeladze Official
#10. საჩინის მონასტერი - #10. Sachini Monastery (პროექტი "სა...
Soso Mikeladze Official
#18. პანკისის ციხე - #18. Pankisi Castle (პროექტი "საქართველ...
Soso Mikeladze Official