Soso Mikeladze – საოცნებო ქალო - სოსო მიქელაძე - Saotsnebo Kalo

05/05/2017
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#საოცნებოქალო, #მენატრები, #დედოფალი, #კოცნა,
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა, ბექ-ვოკალი: ბექა გაბუნია
გიტარა: აჩი შრედერი
სტუდია: „ძმები“, 2017 წელი, იანვარი-მაისი
Written by: Soso Mikeladze
Arrangement: Beka Gabunia

პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი სტუდიური ნამუშევარი „საოცნებო ქალო“, რომელზეც მუშაობა დასრულდა 05.05.2017-ში და რომლის გამოსვლა სწორედ 2017 წლის გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს დავამთხვიეთ. ეს თარიღი ასევე საგულისხმოა იმით, რომ ზუსტად ერთი წლის წინ გამოვიდა სიმღერა „მიყვარხარ“, რომელიც თქვენ განსაკუთრებულად შეიყვარეთ და გაითავისეთ.

უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სიმღერის არანჟირების ავტორს და ხმის რეჟისორს, ნიჭიერ და თვითმყოფად ქართველ მუსიკოსს, ბექა გაბუნიას. ეს სიმღერა მეოთხე ნამუშევარია, სადაც მე და ბექა ვთანამშრომლობთ. მანამდე იყო „მე და შენ“, „მიყვარხარ“, „გოგო გოგონი“ - ჰიტები, რომლებმაც მართლა „ააფეთქეს“ ქართული მუსიკალური სივრცე.

სიმღერის ჩაწერაზე მოწვეული გვყავდა შესანიშნავი ქართველი გიტარისტი, აჩი შრედერი, რომლის ოსტატობამ მართლაც დაამშვენა სიმღერა. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ სიმღერას ახლებური, დამაინტრიგებელი და ორიგინალური ჟღერადობა გააჩნია.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ლეონ მანველს, რომლის სტუდიაში სისტემატურად ვმუშაობდი, როგორც ახალ სიმღერებზე, ასევე სალონიკის კონცერტის მზადების პერიოდში.

დიდი მადლობა ახლობლებს, ჩემი ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს.
ღმერთმა მოგცეთ ბარაქა და ყოველწუთიერი ბედნიერება!
შეიყვარეთ, მოეფერეთ და გზა მიეცით „საოცნებო ქალს“.

ააჟღერეთ იგი ბედნიერების და სიხარულის სუფრებზე!

გფარავდეთ უფალი!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

\"საოცნებო ქალო\"

ქალაქი თითქოს იძინებს,
ბავშვივით გვემშვიდობება,
შენზე ფიქრები მაღვინებს
– ცრემლები და მოგონება.

სარკესთან თმებს რომ ისწორებ,
სარკეც ხარობს და მეტყველებს,
და როცა თვალს გამისწორებ,
მინდა რომ მყავდე მეწყვილედ.

რატომ ვრჩები მარტოდმარტო ტკბილ წუთებთან,
რად არ მყოფნის შენი კოცნა-ჩახუტება?

მისამღერი:

საოცნებო ქალო, ჩემო დედოფალო, ჩემო სამოთხე,
შენს სასწაულ მოსვლას უსასრულობიდან
ველოდებოდი! (2 – ჯერ)

შენს გულს უყვარს და აოცებს
წვიმის უსიტყვო ცნებები,
მე კი იცი, რომ მაცოცხლებს –
შენი უტკბესი კოცნები!

მიყვარს რომ ერთად მოვდივართ,
და ხალხი სულ ჩვენ გვიყურებს,
ცის ვარსკვლავები ვგონივართ –
და სულ სიკეთეს გვისურვებს!

რატომ ვრჩები მარტოდმარტო ტკბილ წუთებთან,
რად არ მყოფნის შენი კოცნა-ჩახუტება?

მისამღერი:

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!!
ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი

საოცნებო ქალო - სოსო მიქელაძე - Saocnebo Kalo - Soso Mikeladze –Dream woman – Женщина мечты
   • Soso Mikeladze – საოცნებო ქალო - სოსო...  

მოუსმინეთ ჩვენი არხის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს:

1. „მე და შენ“    • Soso Mikeladze - Me da shen -  სოსო მ...  
2. „მიყვარხარ“    • Soso Mikeladze - Miyvarxar - სოსო მიქ...  
3. „მარიამი“    • Soso Mikeladze - Mariami - სოსო მიქელ...  
4. „გოგო გოგონი“    • Soso Mikeladze - Gogo Gogoni - სოსო მ...  
5. ალბომი „მე და შენ“    • Soso Mikeladze - მე და შენ (სრული ალბ...  

გამოიწერეთ არხი:    / sosomikeladze  
შემოგვიერთდით Facebook-ზე:   / sosomikeladze111  
Twitter:   / sosomikeladze  
Soundcloud:   / sosomikeladze-1  
My site: https://sosomikeladze.wordpress.com
Instagram:   / mikeladzesoso  

სიმღერის ტექსტი: http://wp.me/p2yRJ1-1Tp
Русский дословный перевод: http://wp.me/p2yRJ1-1Tp