Soso Mikeladze – დავლოცოთ - სოსო მიქელაძე - Davlotsot ("ქალაქური")

09/23/2020
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#დავლოცოთ #საქეიფო #ქალაქური
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა: ზაზა გოჩიტაშვილი
დუდუკი: გიგა ლოლაშვილი (ჩაქო)
გიტარა: აჩი შრედერი
ბექ-ვოკალი: გიორგი ჩიტაური
ფოტო/გარეკანი: ცისკარა უგრეხელიძე
სტუდია: Z-Studio, 2020 აგვისტო/სექტემბერი

სპეციალური მადლობა ირმა როსტიაშვილს
სპეციალური მადლობა მირანდა ხარჩილავას
სპეციალური მადლობა ვიკა ტარასოვას

Written by: Soso Mikeladze
Arrangement: Zaza Gochitashvili
Duduk: Giga Lolashvili (Chako)
Guitar: Achi Shredder
Back-vocal: Giorgi Chitauri
Cover Photo: Tsiskara Ugrekhelidze
Studio: Z-Studio, 2020 August/September

Русский дословный перевод: https://wp.me/p2yRJ1-28E

ძვირფასო მეგობრებო,

წარმოგიდგენთ ჩემს ახალ საავტორო სიმღერას „დავლოცოთ“.
ეს სიმღერა არის ქალაქელი დარდიმანდის ფიქრი-მონოლოგი ჩვენი საქართველოს დედაქალაქის, თბილისის, უკვე უჩინარ მაცხოვრებლებზე, ყარაჩოღლებზე, ხელოსნებზე და მუშებზე, ღირსეულ მამულიშვილებზე, გმირებზე თუ უბრალო მშრომელებზე, რომელთა ღწვითა და თავგანწირვით თბილისი ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ქალაქი იყო. ეს არის ფიქრი იმ ადამიანებზე, რომელთა წყალობით თბილისი უებრო კოლორიტს, უნიკალურ სულისკვეთებას, იერსახეს და ტრადიციებს იძენდა, ამაყად კაშკაშებდა საქართველოს ქალაქებსა შორის. „დავლოცოთ“ - ეს არის სიმღერა, სადაც ქალაქურ და საქეიფო მოტივებს ფილოსოფიური შინაარსი და მეტაფორები ერწყმის.
სიმღერის არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზაზას ღირსეული და ამაგიანი შრომისთვის, რომელიც მან ამ ნამუშევარში ჩადო, რითაც მაქსიმალურად წარმოაჩინა ავტორისეული ჩანაფიქრი. სწორედ ზაზას ოსტატობის წყალობით სიმღერა გამორჩეული ფერებით, შინაარსით, სიკეთით, ტკბილი და თბილი ნოსტალგიური ტონებით აღივსო.
დუდუკის პარტია შეასრულა გიგა ლოლაშვილმა (ჩაქო), რომლის მუსიკალური ოსტატობა ასევე არაჩვეულებრივად გასდევს ჩემს პირველ, მრავალთათვის საყვარელ სიმღერას - „მე და შენ“. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ჩაქოსთან გაგრძელდა და მისი ხელწერა წინამდებარე ნამუშევარში ლამაზად და ლაზათიანად აღიბეჭდა.
სიმღერაში რითმ-გიტარის პარტიას ნიჭიერი ქართველი გიტარისტი აჩი შრედერი ასრულებს. ამ მუსიკოსის გამოჩენა ჩემს სიმღერებში უკვე თავისებურ ხარისხის ნიშნად იქცა („საოცნებო ქალო“, „მოგონებები“). განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო არჩილს იმ წვლილისთვის, რომელიც მან ჩემს მუსიკალურ შემოქმედებაში შეიტანა.
ბექ-ვოკალი ეკუთვნის ახალგაზრდა პოპულარულ მომღერალს გიორგი ჩიტაურს.
აქტიური მხარდაჭერისა და თანადგომისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირმა როსტიაშვილს.
მადლობა აგრეთვე მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თითოეულ ადამიანს, ვინც ლოცვით, სიყვარულით, სიკეთით, თითქოს შეუმჩნეველი მხარდაჭერით (გარედან უცნობი წვრილმანებში) ხელი შეუწყო იმას, რომ სიმღერამ „დავლოცოთ“ იხილა დღის შუქი.
დიახ, ჩემო ძვირფასებო, მასშტაბური შრომა, რომელიც ჩვენმა მრავალრიცხოვანმა გუნდმა გასწია ამ სიმღერის გამოსაშვებად, დასრულებულია!
და ახლა ჯერი თქვენზეა, ჩემო ძვირფასო მსმენელო. გთხოვთ აქტიურად გააზიაროთ, მოიწონოთ (განსაკუთრებით youtube-ზე), დააკომენტაროთ ეს სიმღერა. ეს ჩვენთვის ფრიად აუცილებელი და მეტად მნიშვნელოვანია საქმეა!
უფალი იყოს ჩვენი და ჩვენი საქართველოს მფარველი!

„დავლოცოთ“

I ნაწილი

ტივზე გავშალოთ მამა-პაპური,
ეს სათვალიო ჩვენ პურ-მარილი,
და ჩამოვასხათ ღვინო კახური,
წინანდლისაო, ჯერ არ-დაღვრილი!

დავაგუგუნოთ მრავალჟამიერ,
და შევაწიოთ ქალაქს ჰანგები,
და დავილოცოთ ამერ-იმიერ,
და გავიხსენოთ ჩვენ წინაპრები!

შენდობა გქონდეთ, ძველი ტფილისის
აწ უჩინარო მაცხოვრებლებო,
თქვენი ღაღადი ახდენას ელის,
ქართველთ სინდისის მაყურებლებო!

მისამღერი:

დავლოცოთ, დავლოცოთ ქვეყნად სიკეთე,
ყოველი სული და გული-მოკეთე!
ფიქრებო, ფიქრებო, თქვენც მტკვარს მიჰყვებით,
და ზეცას ეხება ჩემი სიტყვები!

II ნაწილი

რაც თვალით არ ჩანს, ის გულითა ჩანს,
მაშ გული მივცეთ ლხინის სავანეს.
არავინ ვიცით, ვის რა დრო დაგვრჩა,
მაშ ჩავეხუტოთ, ძმებო, ერთმანეთს.

შენც, ჩემო სატრფოვ, შუბლი გახსენი,
მეც სიყვარულის მტანჯავს ეს სენი,
მტკვრის წყალზე გიწერ დარდის წერილებს,
დუდუკის კვნესით ხელმოწერილებს!

ხელი ხელსა ჰბანს, თვალი თვალს ეძებს,
სული სულსა სცნობს, სხვას არ იკარებს,
უფალს დიდება, ჩვენ კი წყალობა -
ეს მიწა-წყალი რომ გვიწყალობა!

მისამღერი: (2-ჯერ)
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

© საავტორო უფლებები დაცულია
გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე youtube-ზე ან facebook-ზე.
ეს არის ჩვენი არხის, როგორც ვიდეორგოლის მფლობელის, პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს ან სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არხის დაბლოკვა.

   • Soso Mikeladze – დავლოცოთ - სოსო მიქე...  
დავლოცოთ - Soso Mikeladze – Let's Bless – Давай благословим