Soso Mikeladze - შენ ჩემი სიცოცხლე და სიხარული ხარ - სოსო მიქელაძე
02/23/2017
Soso Mikeladze Official-ის
მიერ
#მევაკვირდები\", #მიყვარხარ, #სიცოცხლე, #სიხარული,
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა: ზაზა ხუბუკელაშვილი
გიტარა, ბექ-ვოკალი: ზაზა ხუბუკელაშვილი
სტუდია: \"სეუ სტუდია\", 2017 წელი, თებერვალი
Written by: Soso Mikeladze
Arrangement: Zaza Khubukelashvili
წარმოგიდგენთ სტუდიურად დამუშავებულ, ბევრისთვის ცნობილ და საყვარელ, სიმღერას - „შენ ჩემი სიცოცხლე და სიხარული ხარ“ („მე ვაკვირდები“). სიმღერის ლექსი 2005 წელს დაიწერა; მას მერე იგი მრავალნაირად შესრულდა და ბოლოს სიმღერის ამგვარ ფორმამდე მოვედით.
სიმღერის არანჟირება, ხმის რეჟისურა, ეკუთვნის ნიჭიერ ქართველ მუსიკოსს ზაზა ხუბუკელაშვილს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზაზას სიმღერის ასე დახვეწილად, ლამაზად, სიღრმისეულად დამუშავებისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი სტუდიურად დამუშავებული სიმღერა, ყოველთვის დიდი გუნდური შრომის შედეგია. ამ შემთხვევაშიც, მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ სიმღერა მოსულიყო თქვენამდე: დაეტკბო ჩვენი სმენა და სული, დარჩენილიყო ქართულ მუსიკალურ ისტორიაში, რაღაცით მაინც, თუნდაც მცირედით, შეეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა.
მადლობა ჩემს მშობლებს, ჩემს დას, ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს, იმ მუსიკოსებს, პოეტებს (ადგილობრივებს და უცხოელებს), რომელთა შემოქმედება ამდიდრებდა ჩემს აზროვნებას და გემოვნებას.
მადლობა უფალს, რომ მომიყვანა აქამდე!
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
\"მე ვაკვირდები\"
მე ვაკვირდები ვერცხლისფერ
წვიმებს შენს თვალებში,
და ნაზად ვხატავ ცეცხლისფერ
თოვლებს სხვა ქალებში.
მე ვაკვირდები უდაბნოს,
წვეთიც რომ აცოცხლებს,
და არაფერზე არ ვნანობ,
რომ მკვდრებში ვეძებ ცოცხლებს.
მე ვაკვირდები სიყალბეს,
სანთლებს რომ მინთებს გზად,
ტკბილ სიკვდილსა და სიყვარულს,
ჩემს წინ გაფენილ ბზას.
მე დამესიზმრა, რომ გავხდი
მყვირალი მდინარე,
და გული რომ შევალეწე კლდეს,
წლობით მძინარეს.
…იცი? შენ ჩემი სიცოცხლე და სიხარული ხარ!
ყოველი ნაბიჯი, ფიქრი და ფიქრის ფიქრი ხარ…
მე ვაკვირდები უცნაურ
არსებებს შენს სულში,
და გაორებულ სახეებს
– სინათლეს ქვა-გულში.
მე ვაკვირდები ჯვარედინს,
შენს ხელისგულის გზებს,
ამ გზებზე ჩემთვის დავეძებ –
ხმაურით ჩავლილ “მეს”.
და ვაკვირდები სასთუმალს –
ჩემს ირგვლივ კაბადონს,
და აღთქმულ მიწას იდუმალს,
და ცრემლით სავსე გონს.

გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!!
ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი.
Soso Mikeladze - შენ ჩემი სიცოცხლე და სიხარული ხარ - სოსო მიქელაძე - Shen chemi sicocxle da sixaruli xar - You are my life and happiness - Ты моя жизнь и радость моя
• Soso Mikeladze - შენ ჩემი სიცოცხლე და...
© საავტორო უფლებები დაცულია
მოუსმინეთ ჩვენი არხის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს:
1. „მე და შენ“ • Soso Mikeladze - Me da shen - სოსო მ...
2. „მიყვარხარ“ • Soso Mikeladze - Miyvarxar - სოსო მიქ...
3. „მარიამი“ • Soso Mikeladze - Mariami - სოსო მიქელ...
4. „გოგო გოგონი“ • Soso Mikeladze - Gogo Gogoni - სოსო მ...
5. ალბომი „მე და შენ“ • Soso Mikeladze - მე და შენ (სრული ალბ...
გამოიწერეთ არხი: / sosomikeladze
შემოგვიერთდით Facebook-ზე: https://www.facebook.com/sosomikeladz...
Twitter: https://twitter.com/sosomikeladze
Soundcloud: https://soundcloud.com/sosomikeladze-1
ჩემი ბლოგი: https://sosomikeladze.wordpress.com
სიმღერის ტექსტი: http://wp.me/p2yRJ1-1T0
Русский дословный перевод: http://wp.me/p2yRJ1-1T0