Soso Mikeladze - გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს - სოსო მიქელაძე

06/17/2017
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#გულისკარები, #სიყვარული, #გაუღე,

ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა, ბექ-ვოკალი: ზაზა ხუბუკელაშვილი
სტუდია: „სეუ სტუდია“, 2017 წელი, აპრილი - ივნისი
Written by: Soso Mikeladze
Arrangement: Zaza Khubukelashvili

თქვენს წინაშეა სიმღერა „გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს“;
სიმღერა, რომელიც აგრძელებს „მე და შენ“-ის და „მიყვარხარ“-ის ტრადიციებს (ჩემთვის, მაგალითად, ეს „მე და შენ“-3-ია);
სიმღერა, რომლის მოტივები ათწლეულია მიტრიალებდა გუნებაში და გადაწყვეტილი მქონდა ჩემი ხალხისათვის სწორედ ნეო-ფოლკის ჟანრის კიდევ ერთი ძვირფასი და დაუვიწყარი ნამუშევარი მიმეძღვნა.

სიმღერის არანჟირების ავტორი და ხმის რეჟისორია ზაზა ხუბუკელაშვილი, რომლის დამუშავებულია სოსო მიქელაძის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა „ჩემი ხალხი“, „შენ ჩემი სიცოცხლე და სიხარული ხარ“ და სხვა. ზაზასთან ჩვენი თანამშრომლობა ამ კუთხით კვლავაც გაგრძელდა და „სეუ სტუდიაში“ სამი თვის განმავლობაში, თავდაუზოგავი შრომისა და ექსპერიმენტების შედეგად, სპეციალურად თქვენთვის საბოლოოდ დავამუშავეთ და ჩავწერეთ ეს ლამაზი და განუმეორებელი სიმღერა.

მინდა გითხრათ, რომ სიმღერა „გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს“ ასრულებს ალბომს „მე და შენ“. პირადად ჩემთვის ასრულებს „მე და შენ“-ით დაწყებულ გარკვეულ ცხოვრებისეულ ეტაპს.
მადლობა უფალს, რომ მომცა ამდენი ძალა, ნებისყოფა, სიყვარული, მოთმინება განვლილი წელიწადნახევრის განმავლობაში ჩამეწერა 12 განსხვავებული და ორიგინალური სიმღერა.

დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, ჩემს დას, რომელთა რწმენაც, მხარდაჭერა, სიმშვიდე და სითბო მეხმარებოდა გამეგრძელებინა არჩეული გზა და შეუპოვრობის მაგალითი მიმეცა სხვებისათვის.

დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, ვისი სითბო, ტაქტი და ადამიანობაც მათბობდა, როცა სულს დაუძლეველი ცხოვრებისეული წინააღმდეგობა ყინავდა.

დიდი მადლობა ჩემს ქართველ ხალხს, რომელმაც სათანადოდ მიიღო გულით ნათქვამი ყოველი აზრი და ჰანგი!

ამგვარად, მოეფერეთ და გზა დაულოცეთ წინამდებარე ნორჩ ნამუშევარს!
გისურვებთ სინათლეს, სიმშვიდესა და ყოველივე სასიხარულო წარმატებას!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

\"გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს\" (სიმღერის ტექსტი)

I ნაწილი

ცხრა მთა და ცხრა ზღვა დავლაშქრე,
მაგ ტუჩებს რომ შევხებოდი,
გულში რომ ცეცხლი არ ჩანდა
შორიდან გეფერებოდი.

და კლდეებს მხეცივით შემდგარი
სამყაროს ტირილს ვუსმენდი
ცრემლებით, ლოცვის სადარით,
უფლის წყალობას ვეძებდი.

გუშინ რომ ბავშვი იყავი,
დღეს ყვავილივით დამშვენდი,
წრფელი ვით ბედის იგავი,
ვით ღვინო ართქმული, ნასვენი.

ზღვარი რომ არ ვიცი გრძნობაში,
ცეცხლივით ვხდები უგონო,
რა სასწაული არ მინახავს,
შენა ხარ ყველაზე უზომო!

მისამღერი:

გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს,
კამკამა ვარსკვლავთა სინათლეს,
ეს არის, რაც ჩემს გულს აცოცხლებს!

გაუღე ეგ გულის კარები გაზაფხულს,
და სიყვარულის ფერებით,
დავუნთოთ ერთმანეთს სანთლები!

II ნაწილი

ახლა კი ვიცი ამქვეყნად,
იმისთვის გავჩნდი, ძვირფასო,
რომ უსასრულოდ მიყვარდე,
მხოლოდ შენ ერთი მიყვარდე!

და გაზაფხულის სხივებში,
სული ხარობდეს, მღეროდეს –
ლოდინით დაღლილ ფილტვებში
ნანატრი სიშმაგე დაჰქროდეს!

მისამღერი: 2-ჯერ
– – – – – – – – – – – – – – –

სიმღერის ტექსტი: http://wp.me/p2yRJ1-1Tr
Русский дословный перевод: http://wp.me/p2yRJ1-1Tr

გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!!
ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი.

გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს - სოსო მიქელაძე - Gaughe eg gulis karebi siyvaryls - Soso Mikeladze – Open the doors of you heart to love – Открой двери сердца любви
   • Video  

© საავტორო უფლებები დაცულია

მოუსმინეთ ჩვენი არხის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს:

1. „მე და შენ“    • Soso Mikeladze - Me da shen -  სოსო მ...  
2. „მიყვარხარ“    • Soso Mikeladze - Miyvarxar - სოსო მიქ...  
3. „მარიამი“    • Soso Mikeladze - Mariami - სოსო მიქელ...  
4. „გოგო გოგონი“    • Soso Mikeladze - Gogo Gogoni - სოსო მ...  
5. ალბომი „მე და შენ“    • Soso Mikeladze - მე და შენ (სრული ალბ...  

გამოიწერეთ არხი:    / sosomikeladze  
შემოგვიერთდით Facebook-ზე: https://www.facebook.com/sosomikeladz...
Twitter: https://twitter.com/sosomikeladze
Soundcloud: https://soundcloud.com/sosomikeladze-1
My site: https://sosomikeladze.wordpress.com
Instagram: https://www.instagram.com/mikeladzesoso/