Soso Mikeladze - წლები და გზები - სოსო მიქელაძე - Tslebi da Gzebi
04/04/2018
Soso Mikeladze Official-ის
მიერ
#წლებიდაგზები, #ადამიანები, #მემენატრება,
ვიდეოპროექტის ავტორი: GIKA STUDIO
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა, ბექ-ვოკალი: ბექა გაბუნია
სტუდია: ჯგუფი \"ძმები\", 2018 წელი, მარტი
Directed by: GIKA STUDIO
Written by: Soso Mikeladze
Arrangement: Beka Gabunia
პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი ნამუშევარი - სიმღერა სახელწოდებით „წლები და გზები“.
„წლები და გზები“ - ეს არის ნოსტალგიური ფიქრი გარდასულ დროთა მშვენიერ წამებზე, თაობების გარდამავლობაზე, მარადიულ სიყვარულზე, სამშობლოზე, ერთგულებაზე, სიკეთესა და ტკივილის გადალახვის საჭიროებაზე. ეს არის გახსენება ჩვენი გმირების და ყველაზე უფრო დიადი ცხოვრებისეულ ღირებულებებისა.
ეს არის სიმღერა, რომელიც გულგრილს არ დატოვებს არცერთ ადამიანს, ვინც იგემა ცხოვრება, ვისაც ენატრება თავისი ბავშვობა, ვინც იგრძნო დინება სიცოცხლის სწრაფმავალი.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისათვის სიმღერის ვიდეო-პროექტის ავტორს, ინიციატორსა და სპონსორს - GIKA STUDIO-ს.
ჩვენი თანამშრომლობა და მთლიანად კლიპის სამუშაო პროცესი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ლამაზი მომენტი იყო ჩემთვის ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში. დახვეწილი რეჟისორული მუშაობა, შერწყმული გუნდი, ეფექტური გადასაღები გადაწყვეტილებები, ხალისი და ღიმილი, საოცრად ლამაზი კადრების მიგნება, პოეზია და აზარტი, ჩვენი სამშობლოს სიმბოლოებთან სათუთი შეხება - ჩვენი სამუშაო გარემო მართლაც რომ დაუვიწყარი წამებით იყო გაჯერებული.
აღსანიშნავია, რომ „წლები და გზები“ - პირველი პროფესიონალური კლიპია ჩემს მუსიკალურ შემოქმედებაში და მასში სწორედ რომ მხატვრული ფორმით მოხდა ყველა ჩემი იდეალის ხორცშესხმა: ძლიერი, შეკრული ოჯახი, წარმატებული საქართველო, ჩვენი ერთობა, ჩვენი ბავშვები, წარსულისა და მერმისის უწყვეტი კავშირი. რეჟისორმა და მისმა გუნდმა მოახერხეს სიმღერის ძირითადი ნიშნების, იდეებისა და სათქმელის გატარება კლიპში მოხდენილი, ნატიფი და დახვეწილი ფორმით, ფერთა ზუსტი შერჩევით, აქცენტების სათუთი გადანაწილებით. ბოლო ჯამში, სიმღერა და მისი ვიდეორგოლი უკვე წარმოადგენენ ერთ ჰარმონიულ ნაზავს და ერთად მძაფრ სინერგიულ ეფექტს ქმნიან.
დიდი მადლობა, GIKA STUDIO ამ პროექტისათვის!
ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა არანჟირების ოსტატს და მუსიკოსებს, რომლებმაც თავისი ხელოვნება დაატყვეს სიმღერას „წლები და გზები“. ესენი არიან ბექა გაბუნია და ბრწყვინვალე ქართული ჯგუფის „ძმები“-ს წევრები - დათა და გიგა ლოლაშვილები. მათი უბადლო მუსიკალური შესრულება მართლაც დარჩება და ყოველთვის გაჰყვება ამ სიმღერას და აღაფრთოვანებს მრავალ-მრავალ ქართველსა თუ სხვა ეროვნების ადამიანს!
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს იმის გამო, რომ მათ ადამიანობა პირველი პრიორიტეტის ფასეულობად დამამკვიდრებინეს ცხოვრებაში.
ასევე ქედს ვიხრი ჩემი მეგობრებისა და ახლობლების წინაშე, ვისი სისტემატური მხარდაჭერა, გახდა წინაპირობა ჩემი აქტიური საქმიანობის მუსიკალურ სფეროში.
დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვისაც პირდაპირ და ირიბად ეკუთვნის წვლილი ამ სიმღერის შექმნასა და დამუშავებაში!
და რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასო მსმენელებო!
ყველაზე მცირე მხარდაჭერა და სითბოც კი საკმარისია ხოლმე ხელოვანისათვის, რომ იგი წინ წავიდეს, იყოს სიახლეებზე, განვითარებაზე, ზრდაზე ორიენტირებული.
იმედს ვიტოვებ, რომ ამ ლამაზ სიმღერას თქვენს სიყვარულით, სისათუთით და თანადგომით მოეკიდებით, გაათბობთ და ფრთებს მისცემთ!
გვფარავდეს უფალი!
Текст/Русский дословный перевод: https://wp.me/p2yRJ1-1Y1
\"წლები და გზები\" (სიმღერის ტექსტი)
I ნაწილი
მე მენატრება ჩემი ბავშვობა, სადღაც ჩავლილი,
ძველი ფანჯრიდან დანახული სული ქართული,
ჩემი მშობლების პურ-მარილი უხვად გაშლილი,
შემოძახილი - ალაზანივით ველად გასული.
ჩემს საქართველოს ქვეყნის მარგალიტს, ერთს, ულამაზესს,
ვეტრფი ბოლომდე - ხალხად დამარცვლილ სულის ალმაზებს!
ვეტრფი მთებსა და ღვინოდქცეულ სისხლს უზენაესს
და ჩვენს ენაში დასახლებულ ღმერთს უზენაესს!
მისამღერი:
წლები და გზები და ადამიანები,
წლები და გზები ხან სულ მზიანები!
წლები და გზები, ვთვრები და ვერ ვთვრები,
წლები და გზები და მაინც არ გავქრები! (2-ჯერ)
II ნაწილი
მე მენატრება დედას ტკბილი ხმით თქმული ზღაპრები,
და მამაჩემის შემოტანილი ნანადირევი,
ვაზის ნერგებით დაწყებული უსასრულობა
და სიჭაბუკე, როგორც ერთი შლეგი მორევი.
ვუმღერ ყოველ გმირს, უცნობს, უკვალოს, ლექსად დარჩენილს,
ამ მიწის ყივილს, ზეგარდმო მოსულს, ძალას სინათლის,
ვუმღერ გაზაფხულს, წაგებულ ომებს, კვლავ გაცოცხლებას
და ჟრუანტელად ნათქვამ ტკბილ წუთებს ჩვენი სიმართლის.
მისამღერი:
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
© საავტორო უფლებები დაცულია
გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე youtube-ზე ან facebook-ზე.
ეს არის ჩვენი არხის, როგორც ვიდეორგოლის მფლობელის, პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს ან სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არხის დაბლოკვა.
• Soso Mikeladze - წლები და გზები - სო...
წლები და გზები - Soso Mikeladze – Tslebi da Gzebi – Годы и Дороги