Soso Mikeladze - ნეტავ - სოსო მიქელაძე - Netav

08/31/2018
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#ნეტავ, #ტირილი, #სიყვარული,
ვიდეოპროექტის ავტორი: GIKA STUDIO
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა: ზაზა ხუბუკელაშვილი
სტუდია: „სეუ სტუდია“ 2018 წელი, მარტი-მაისი
მსახიობები: ბექა პიტაშვილი, ქეთა მოდებაძე, ჯუმბერ სახეიშვილი

მადლობა სასტუმრო „თელას“,
მადლობა რესტორან „კაპილონს“
სპეციალური მადლობა დიმიტრი სოლომონიშვილს.

Directed by: GIKA STUDIO
Written by: Soso Mikeladze
Arrangement, mastering: Zaza Khubukelashvili
SEU Studio, May 2018
Starring: Beka Pitashvili, Keta Modebadze, Jumber Sakheishvili


ჩემი ყველაზე პოპულარული სიმღერის გამოსვლიდან ზუსტად 3 წლის თავზე (“მე და შენ“, 01.09.2015) - წილად მხვდა ბედნიერება წარმოგიდგინოთ ჩემი შემოქმედების ახალი საეტაპო ნამუშევარი, სიმღერა „ნეტავ“, წარმოდგინოთ მასზე შექმნილი ულამაზესი ვიდეორგოლი.

„ნეტავ“ ეს არის სიმღერა ყველაზე-ყველაზე ლამაზი, ტკბილი და დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ, სიმღერა, რომელიც თავისი ბედით, ვიდეორგოლით, შინაარსით არის რომანტიკის, სილამაზის, სიკეთის და მარადიული იდეალების მანიფესტი.

ვიდეოპროექტის ავტორი კომპანია GIKA STUDIO-ა. ამჯერადაც (ისევე როგორც “წლები და გზებში“) კახა მათურელმა შეძლო შეექმნა არაჩვეულებრივი ტილო, ამბავი შთამბეჭდავი სიყვარულისა, ისტორია, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს. კახამ შეძლო შეექმნა ფილმი რომანტიკისა და ერთადერთობისა, იმ ადამიანის ჰიმნი, რომელიც თითოეული ინდივიდის ცხოვრებაში უნიკალურია და რომელსაც თითოეული ჩვენგანი ეხება ან უბრუნდება, როდესაც სურს, რომ იპოვოს სიმართლე, სინათლე, ტკბილი სიცოცხლის ბუნება.

სიმღერის დამუშავებას თითქმის 5 თვე დასჭირდა, თან სდევდა უამრავი ვნებათაღელვა, ფიქრი და ექსპერიმენტი. და მიუხედავად ამისა საბოლოდ ჩვენ სიმღერას ამგვარი იდუმალი, ტკბილი და მომნუსხველი ფორმა მივანიჭეთ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვიდეორგოლის მსახიობების, წყვილის, ბექა პიტაშვილისა და ქეთა მოდებაძის, განსაკუთრებული წვლილი. მათთან მუშაობა ერთი დიდი სიამოვნება და მაგალითი იყო. ამ ადამიანების პროფესიონალური მიდგომები, დისციპლინა, საკუთარი საქმის სიყვარული და ერთგულება, ხალისი და ღიმილი ჩვენს გადაღებებს სიხარულის ზეიმად აქცევდა.

დიდი მადლობა თელავის ღვაწლმოსილ მუსიკოსს ჯუმბერ სახეიშვილს, რომელიც კლიპში პიანისტის როლს ასრულებს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქ. თელავში მდებარე სასტუმრო „თელას“ სივრცის დათმობისათვის (https://www.facebook.com/TelaHotel).

დიდი მადლობა რესტორან „კაპილონს“, სადაც მიმდინარეობდა ბარის სცენების გადაღებები (https://www.facebook.com/kapiloni.res....

დიდი მადლობა ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს, მუსიკოსებს, უბრალო ადამიანებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ რეკვიზიტებით, ელემენტარული თბილი სიტყვით, მზერით, ღიმილითა და ლოცვით.
დიდი მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასებო, ვინც მრავალჯერადი გაზიარებებით, ახლა და მომავალში, კეთილი სურვილით და ნატიფი სმენით, ღირსეულად შეაფასებთ ჩვენს ნაშრომს.
ვუსურვებ ამ კლიპს განსაკუთრებულ მომავალს, აღიარებას, სიყვარულს, მილიონობით მოსმენას, ნახვას და გაზიარებას!

გფარავდეთ უფალი!


“ნეტავ“ (სიმღერის ტექსტი)

I კუპლეტი

ნეტავ რა ატირებს სიყვარულის ღრუბელს,
ნეტავ რატომ ნამავს სიყვარულის მწვერვალს,
დაღლილ ქალაქს ღამის სურნელება ათრობს,
დატანჯულ სულს ამ დროს ტკივილები არ სცილდება.

მისამღერი:

აზრი აზრებს დასდევს,
მარტოობაც ნაღვლობს,
გულნატკენი ოცნება კი არ ცხრება.

II კუპლეტი

ღვინოს გულს ხომ მთლად ვერ გადააყოლებ,
სევდას მოწყალებას ხომ ვერ დასტყუებ.
საყვარელი გოგო ღრუბლებში რომ ცხოვრობს,
საყვარელი ქალი, ქუჩაში რომ ვეღარც კი გცნობს.

მისამღერი:

აზრი აზრებს დასდევს,
მარტოობაც ნაღვლობს,
გულნატკენი ოცნება კი არ ცხრება.

III ნაწილი

დრო დაგვაღვინებს ფიქრში,
წარსულს შებურავს ნისლში,
ამაოებად შერჩება გაშტერებულ თვალს...

საყვარელი გოგო ღრუბლებში რომ ცხოვრობს,
საყვარელი ქალი, ქუჩაში რომ ვეღარც კი გცნობს.

მისამღერი:

აზრი აზრებს დასდევს,
მარტოობაც ნაღვლობს,
გულნატკენი ოცნება კი არ ცხრება. (3 ჯერ)

სიმღერის ტექსტი: https://wp.me/p2yRJ1-1Ym
Текст и русский дословный перевод: https://wp.me/p2yRJ1-1Ym

© საავტორო უფლებები დაცულია
გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე youtube-ზე ან facebook-ზე.
ეს არის ჩვენი არხის, როგორც ვიდეორგოლის მფლობელის, პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს ან სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არხის დაბლოკვა.

   • Soso Mikeladze - ნეტავ - სოსო მიქელაძ...  
Netav - Soso Mikeladze – ნეტავ – Если б знать

შემოგვიერთდით Facebook-ზე: https://www.facebook.com/sosomikeladz...
გამოიწერეთ ჩვენი არხი:    / sosomikeladze  
Twitter: https://twitter.com/sosomikeladze
Soundcloud: https://soundcloud.com/sosomikeladze-1
My site: https://sosomikeladze.wordpress.com
Instagram: https://www.instagram.com/mikeladzesoso/