ყველაზე სასტიკი ქალები მსოფლიო ისტორიაში ★ ტოპ ფაქტები ★

10/04/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში ვისაუბრებთ 10 ყველაზე ბოროტ ქალზე მსოფლიო ისტორიაში:
10. ტილი კლიმეკი
ტილი კლიმეკი პოლონეთში დაბადებული ამერიკელი სერიული მკვლელია, რომელიც მეოცე საუკუნის ჩიკაგოში ცხოვრობდა. ტილი ამტკიცებდა, რომ მედიუმი იყო და თავისი ყველა მსხვერპლის სიკვდილის თარიღი წინასწარ იცოდა. 1912-1923 წლებში მან 20 ადამიანი მოწამლა დარიშხანის გამოყენებით. მათ შორის მისი ოთხი ქმარიც იყო. კლიმეკი 1923 წელს დაიჭირეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
9. შარლინ გალეგო
საკუთარ მეუღლესა და თანამზრახველთან, ჯერალდ გალეგოსთან ერთად შარლინმა 1978-დან 1980 წლამდე ნევადასა და კალიფორნიაში 10 თინეიჯერი გოგონა დაიჭირა, აწამა და მოკლა. შარლინმა ციხეში 16 წელი გაატარა. მის მეუღლეს სიკვდილით დასჯა ელოდა, თუმცა ის კიბოთი გარდაიცვალა.
8. ეკატერინე მედიჩი
ევროპის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სასტიკი ქალი მმართველი, ეკატერინე მედიჩი 1547-1559 წლებში საფრანგეთის დედოფალი იყო. შავი ქვრივის სახელით ცნობილი მედიჩი წმ. ბართლომეს ღამის სასაკლაოს ინიციატორად მოიაზრება, როდესაც კათოლიკეებმა ჰუგენოტები დაარბიეს. ვარაუდობენ, რომ ბართლომეს ღამეს 30 000 ჰუგენოტი შეეწირა.
7. დელფინ ლალორი
მადამ ბლანკის სახელით ცნობილი ეს ნიუორლეანელი დიდგვაროვანი თავისი წვეულებებით გამოირჩეოდა. მის სახლში გაჩენილი ხანძრის დროს მეხანძრეებმა სარდაფში გაკოჭილი და ნაწამები მონები აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა, ლალორი სერიული მკვლელი იყო, რომელიც თავის შავკანიან მონებს სასტიკად აწამებდა და ხოცავდა. აღშფოთებულმა მოსახლეობამ მისი კარ-მიდამო დაარბია, თუმცა ლალორიმ საფრანგეთში გაქცევა მოახერხა.
6. დარია სალტიკოვა
მე-18 საუკუნის ცნობილი რუსი დიდგვაროვანი სერიული მკვლელი, დარია სალტიკოვა იმითაა ცნობილი, რომ თავისი 140 ქვეშევრდომი აწამა და მოკლა. თავისი წარმომავლობისა და სისასტიკის გამო მას ხშირად ადარებენ უფრო ცნობილ უნგრელ სერიულ მკვლელს, ელიზაბეტ ბატორის, რომელიც ანალოგიური დანაშაულებითაა ცნობილი.
5. ლეონარდა ჩიანჩული
1939-40 წლებში იტალიელმა სერიულმა მკვლელმა, ლეონარდა ჩიანჩულიმ 3 მეზობელი, ასაკოვანი ქალბატონები დახოცა, მათი ნარჩენებიდან კი საპონი და ნამცხვრები დაამზადა. მას კორეგიოელი მესაპნე შეარქვეს. ლეონარდას თქმით, მან მეზობლები საოჯახო წყევლისგან თავის დასაღწევად დახოცა, რომელიც მას მისმა მშობლებმა არასასურველ სასიძოზე გათხოვების გამო დაადეს.
4. ხუანა ბარაზა
ხუანა ბარაზა 1957 წელს დაბადებული მექსიკელი პროფესიონალი მოჭიდავეა, რომელმაც 1998-დან 2006 წლამდე 48 მოხუცი ქალი მოკლა. ხუანა 2006 წელს, თავისი უკანასკნელი მსხვერპლის სახლთან დააკავეს. ბარაზას 759 წელი მიუსაჯეს.
3. ეილინ ვუორნოსი
ეილინ ვუორნოსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი სერიული მკვლელია ამერიკის ისტორიაში. თინეიჯერი ეილინი გააუპატიურეს და სახლიდან გამოაგდეს, რის შემდეგაც ის იძულებული გახდა ფული პროსტიტუციით ეშოვა. მისი პირველი მსხვერპლი მისი კლიენტი იყო. 1989 წლიდან დაჭერამდე ეილინმა კიდევ 5 მამაკაცი მოკლა. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და განაჩენი 2002 წელს მოიყვანეს სისრულეში. 2003 წლის ბიოგრაფიულ ფილმში მისი როლი შარლიზ ტერონმა შეასრულა.
2. მიუკი იშიკავა
მიუკი იშიკავა ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელია იაპონიის ისტორიაში. იშიკავამ რამდენიმე თანამზრახველთან ერთად, რომელთა შორის მისი მეუღლეც იყო, 1940-იან წლებში 169 ახალშობილი შეიწირა. სასამართლოზე იშიკავამ განაცხადა, რომ ბავშვების სიკვდილში მშობლები იყვნენ დამნაშავეები, რომლებმაც ახალშობილები უპატრონოდ მიატოვეს სამშობიაროში. მას 8 წელი მიუსაჯეს, თუმცა 4 წლის შემდეგ გაანთავისუფლეს.
1. ელიზაბეტ ბატორი
უნგრელი გრაფინია, ელიზაბეტ ბატორი ისტორიაში სისხლიანი გრაფინიას სახელით შევიდა. ბატორი, თავის მოსამსახურეებთან ერთად ასეულობით ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი მათი რიცხვი 600-ს აჭარბებს. ამბობენ, რომ ელიზაბეტი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად გოგონების სისხლს სვამდა და აბაზანებს იღებდა. ელიზაბეტ ბატორიზე არაერთი ფილმია გადაღებული.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან