ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული საშინელებათა ფილმები ★ ტოპ ფაქტები ★
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?... ► ფეისბუქი: / topfaqtebi ► ინსტაგრამი: / topfaqtebi ► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi ---------- ვიდეოში ვისაუბრებთ საშინელებათა ჟანრის ფილმებზე, რომლებიც რეალურად მომხდარ ისტორიებზეა დაფუძნებული: 5. The Conjuring / წყევლა (2013) ფილმი ბედნიერი წყვილისა და მათი 5 ქალიშვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ახალ სახლში გადავლენ, თუმცა სახლი დაწყევლილი აღმოჩნდება და მალე ოჯახს სხვადასხვა პარანორმალური მოვლენები და არსებები დაემუქრება. ედ და ლორეინ უორენები, რომლებიც ფილმში საქმეს იძიებენ, რეალურად არსებული პარანორმალური გამომძიებლები იყვნენ, და ლორეინი ფილმის გადაღებებზე კონსულტანტად იყო მიწვეული. ოჯახი, რომელზეც ფილმია დაფუძნებული, როუდ-აილენდში მდებარე სახლში გადავიდა საცხოვრებლად და 9 წელი გაატარა იქ, სანამ პარანორმალური მოვლენები და მოჩვენებების შეტევები მობეზრდა და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. 4. Annabelle / ანაბელი (2014) ანაბელი, ისევე როგორც წინა ფილმი ჩვენს სიაში, ედ და ლორეინ უორენების ერთ-ერთ საქმეზეა დაფუძნებული. თოჯინას სახელი გოგონას საპატივცემულოდ ეწოდა, რომელმაც საკუთარი მშობლები დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა, მისი სული კი თოჯინაში ჩასახლდა. ანაბელი მეზობლად მცხოვრებ ბავშვს, ლეას ამოიღებს მიზანში. ანაბელი, უორენების თანახმად, რეალურად არსებობს, თუმცა ფილმში ნაჩვენები, ხისგან დამზადებული თოჯინისგან განხვავებით, რომელიც უცნაური მაკიაჟითა და საშიში ღიმილით გამოირჩევა, ორიგინალი თოჯინა ნაჭრისგანაა შეკერილი, და ღილის თვალები და წითელი თმა აქვს. ის უორენების მუზეუმშია შენახული. მისი ისტორია 70-იან წლებში იწყება, როდესაც წყვილმა თოჯინა შვილს უყიდა საჩუქრად, თუმცა რამდენიმე პარანორმალური შეტევის შემდეგ, რომელთაგანაც რამდენიმე კინაღამ სიკვდილით დასრულდა, თოჯინა თავიდან მოიშორეს. მუზეუმში გადატანის შემდეგ წყვილი, რომელმაც თოჯინას დასცინა, სახლში მიმავალ გზაზე ავარიაში მოყვა და ორივე მათგანი დაიღუპა. 3. The Exorcist / ეგზორცისტი (1973) 1973 წელს გადაღებული ეს საკულტო ფილმი 12 წლის გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც დემონი ჩასახლდება და მის ეგზორციზმს რამდენიმე ადამიანი შეეწირება. ფილმი იმავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული, რომელიც, თავის მხრივ 1949 წელს, გაზეთ Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით დაიწერა. სტატია 14 წლის ბიჭს, რობის ეხებოდა, რომელიც ბებიასთან ერთად ცხოვრობდა და ხშირად ერთობოდა სპირიტული სეანსებით. რობის თქმით ერთი ასეთი სეანსის შემდეგ სახლში მყოფმა რელიგიურმა ატრიბუტებმა მოძრაობა დაიწყო, რამდენიმე დღეში კი ბებიამისი გარდაიცვალა. ბებიის სიკვდილის შემდეგ მოძრაობა დაიწყო ავეჯმაც. ოჯახმა მღვდელი გამოიძახა და ეგზორციზმის რიტუალი ჩაატარებინა, რობი კი იძულებული გახდა გარკვეული დრო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაეტარებინა. 2. A Nightmare On Elm Street / კოშმარი თელების ქუჩაზე (1984) 1984 წელს გამოსული „კოშმარი თელების ქუჩაზე“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ვილანით გამოირჩევა. ფილმი თინეიჯერების ჯგუფს ეხება, რომლებიც სიზმრებში ერთმანეთის მიყოლებით იხოცებიან. ფილმი დაფუძნებულია 2 ნამდვილ ამბავზე, რომელიც Los Angeles Times-ში გამოქვეყნდა. პირველი ეხება ლაოსიდან აშშ-ში ჩასული მიგრანტების ჯგუფს, რომლებმაც მოულოდნელად, ძილში დაიწყეს ერთმანეთის მიყოლებით დახოცვა. გაკვეთამ სიკვდილის მიზეზი ვერ აღმოაჩინა. სულ 13 ლაოსელი დაიხოცა და ყველა მათგანი ახალგაზრდა მამაკაცი იყო. მეორე ისტორია კამბოჯელ ბიჭს ეხება, რომელიც კოშმარებით იტანჯებოდა და დაძინებაზე უარს აცხადებდა. რამდენიმე დღის შემდეგ მას ჩაეძინა, თუმცა ძილში ყვირილი დაიწყო და ოჯახის მიერ მისი გაღვიძების მცდელობის მიუხედავად, ძილშივე გარდაიცვალა. 1. Psycho / ფსიქო (1960) ჰიჩკოკის ყველაზე ცნობილი საშინელებათა ფილმი, “ფსიქო”, ახალგაზრდა, შეშლილი ნორმან ბეიტსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი მოტელის სტუმრებს ხოცავს. ფილმი იმ დროისთვის ისეთი შოკისმომგვრელი იყო, რომ მაყურებლებს დარბაზში ... ---------- ჩვენი ფლეილისტები: უჩვეულო ფაქტები: • უჩვეულო ფაქტები უჩვეულო ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები ცხოველები და მცენარეები: • ცხოველები და მცენარეები ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი გეოგრაფია: • გეოგრაფია თამაშები: • თამაშები ისტორია: • ისტორია სპორტი: • სპორტი ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები ინტერნეტი: • ინტერნეტი
ტოპ ფაქტები-ის სხვა ვიდეოები
ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველ ეგვიპტეზე ★ ტოპ ფა...
საინტერესო ფაქტები ჰელოუინის შესახებ ★ ტოპ ფაქტები...
არსებები, რომლებსაც გაგიკვირდებათ, მაგრამ საკვებად...
ზღვის ყველაზე უცნაური და ლამაზი არსებები ★ ტოპ ფაქ...
ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები ★ ტოპ ფაქტები ★
ყველაზე ჭკვიანი ცხოველები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები...
ყველაზე საინტერესო ფაქტები კატებზე ★ ტოპ ფაქტები ★
მსგავსი ვიდეოები
DEEPWATER HORIZON ფილმები ქართულად 2016 წლის კინო ნამდვილ ამ...
Dumix
ტაილანდური სერიალის გადაღება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კუბდარი | შეფი ლევან კობიაშვილი
Taste Corporation
ნამდვილ მე-სთან შეხვედრა ~ გიდირებული მედიტაცია
ანაჰატა • Anahata
რისთვის აკრიტიკებენ ერთმანეთს ლიკა ევგენიძე და ბახვა ბრეგვაძ...
Music Box
ნამდვილ ღვთის სიტყვას აქვს უნარი გულის გულში შევიდეს, ადამია...
e t
როგორია ნამდვილი ბედნიერება | რადჰანათჰა სვამი
ISKCON Tbilisi
Ercke Mydass - ჩემს ნამდვილ მაკას
Ercke Mydass