კუბდარი | შეფი ლევან კობიაშვილი

04/11/2021
Taste Corporation-ის მიერ

ნამდვილ სვანურ, ტრადიციულ კუბდარს გიზიარებთ.

გამოგვყევი:
instagram: https://www.instagram.com/chef.cave​​...
facebook: https://www.facebook.com/chef.cave​​​...
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave​​​​​
facebook group: https://www.facebook.com/groups/chefc...

#რეცეპტი​​ #კუბდარი#სვანური​​​​ ​ #შეფქეივი#შეფლევანი
---------------------------------------------------------------
მომზადების წესი:

• ფქვილი 1კგ
• წყალი 400მგ
• მარილი 1სუფრის კოზვი
• შეგიძლიათ ხაში ან სველი საფუარი გამოიყენოთ- 15გ
• საქონლის ხორცი (რეკომენდირებულია რბილი ხორცი)-1კგ
• სალა 300
• ხახვი 100
• ნიორი 3კბილი
• უცხო სუნელი 2გ (1 ჩაის კოვზი)
• სვანური მარილი 2გ (1 ჩაის კოვზი)
• ყვითელი ყვავილი 2გ (1 ჩაის კოვზი)
• ქინძი ხმელი 2გ (1 ჩაის კოვზი)
• ცერეცოს მარცვლები 2გ (1 ჩაის კოვზი)
• კვლიავი (მთის ძირა) 1გ
• დაღერღილი წიწაკა 2გ (1 ჩაის კოვზი)

მოიმარაგე ყველა ინგრედიენტი?
მაშინ დავიწყოთ!
დღეს ჩვენ კლასიკურ, სვანურ კუბდარს ვამზადებთ, აი ისეთს, ხვალ რომ ყველა თქვენი მომზადების უნარებზე ისაუბრებს!


1. ხაშის მომზადება

საფუარს ვურევთ თბილ წყალში და ვუმატებთ შაქარსა და მარილს;
კარგად ამოფუების შემდეგ, ვუმატებთ ფქვილს, და მოვზელთ ცომს;
მოზელილი ცომი დავტოვოთ სითბოში და დავასვენოთ ამოსასვლელად.

2. ხორცი
ხორცი დავკეპოთ სალასთან ერთად; ამასთან ერთად დავკეპოთ ხახვი, ნიორი, დავამატოთ სუნელები, შევურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში და აქვე, დროა გადაამოწმოთ ცომი, რადგან სავარუდოდ, მზადაა, ხომ ასეა?
3. გადავიდეთ შეხვევის ნაწილზე, დაგვჭირდება 400გ ცომი და 300გ ხორცის მასა.
ზოგადად, ტრადიციულ კუბდარს სქელი ცომი ჭირდება და სასურველია ეს გავითვალისწინოთ.
თუ ხორცი დაკეპილია, ხინკლის პრინციპით ჩავდოთ გულსართი, მივცეთ სასურველი ფორმა და შევდოთ ღუმელში 250 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში.

სულ ესაა!
ჰო და, ჩვენც გაგვიზიარე შენი ხელოვნების ნიმუში, გვინდა შენით ვიამაყოთ !

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან