ლაზური ხაჭაპური და ჭახრაკინა | შეფი ლევან კობიაშვილი

02/22/2021
Taste Corporation-ის მიერ

მართალია, ქართული ვიკიპედიის განმარტებით ხაჭაპური ქართულ, ყველიან პურს ეწოდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე ყველიანი პური !

გამოგვყევით:
facebook: https://www.facebook.com/chef.cave
instagram: https://www.instagram.com/chef.cave

---------------------------------------------------------------

ინგრედიენტები:
• ფქვილი - 600გ
• საფუარი - 20გ
• შაქარი - 1 სუფრის კოვზი
• კარაქი - 250გ
• მარილი - 1 ჩაის კოვზი
• სულგუნი და იმერული ყველი - 150გ - 250გ
• წყალი - 300გ თბილი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ რძით

მომზადების წესი:
ხაშის მომზადება:
თბილ წყალში ჩავყაროთ დროჟი, შაქარი, მარილი და ცოტა ფქვილი (დაახლოებით 2 სუფრის კოვზი) და ვაცადოთ მანამ, სანამ კარგად არ ამოფუვდება.
ფქვილში ჩავხეხოთ ცივი კარაქი, დავამატოთ ცოტაოდენი მარილი და გადავზილოთ ერთმანეთში. როდესაც ერთგვაროვან მასას მივიღებთ, დავასხათ ამოფუშებული ხაში და დავიწყოთ ცომის მოზელვა.
კარგად მოზელვის შემდეგ, დავდგათ სითბოში და დაველოდოთ ამოფუებას საათ ნახევრის განმავლობაში.
ამოფუების შემდეგ, კიდევ ერთხელ გადავზილოთ ცომი, დავყოთ სამ ნაწილად და გავაბრტყელოთ.
ამასობაში, გავხეხოთ ყველი, მივცეთ ხაჭაპურს სასურეველი ფორმა, შემდეგ ჩავყაროთ ყველი, გვერდებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ ღუმელში, 220 გრადუსზე, დახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში.
ლაზური ხაჭაპური მზადაა.



ჭახრაკინას მომზადების წესი:
ჭახრაკინა შეგიძლიათ იგივე ცომით მოამზადოთ:
• ჭარხლის ფოთოლი - 300გ
• ქინძი - 100გ
• ოხრახუში - 100გ
• პიტნა - 50გ
• წითელი და მწვანე წიწაკა (თუ ცხარე გსურთ)
• მარილი
ეს ყველაფერი დაჭერით, აურიეთ ერთმანეთში, სასურველ ფორმაზე მოამზადეთ და შედგით ღუმელში. ცომს გვერდებზე აუცილებლად წაუსვით კვერცხი.


Music: Audio network

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან