აფხაზურა | შეფი ლევან კობიაშვილი
მომზადების წესი:
ფარში: ფარშის ინგრედიენტებს ვაზავებთ ერთად და ვატარებთ ორჯერ, რომ უკეთ გაიხსნას გემოები.
ბროწეულის სოუსი: ვიწყებთ ხახვის დაჭრით - წვრილად დაჭრილ ხახვს და ნიორს ვთუშავთ კარაქსა და ზეთში. ვასხამთ კონიაკს და ვუკეთებთ ფლამბირებას (ალკოჰოლის აალება- ოდნავ დახარეთ და გაამოძრავეთ ტაფა. გახსოვდეთ, ცეცხლთან სიფრთხილე გმართებთ).
შემდედ ვასხამთ ბროწეულის წვენს მივიყვანთ დუღილამდე და ვადუღებთ 1 წუთის განმავლობაში.
სოუსში ვყრით კამას, ვაცდით 1 წუთამდე იმისთვის, რომ გემოები გაუჯდეს და შემდე ნელ-ნელა ვამატებთ წყალში გახსნილ სახამეებელს, სანამ არ მივიღებთ სასურველ, საშუალო სიბლანტეს.
პიურე : კანგაცლილ კარტოფილს ხარშავთ. რომ მოიხარშება,. ვამატებთ კარაქს, რძეს (იმდენს რომ ძალიან თხელ კონსისტენციამდე არ მივიყვანოთ) ვუმატებთ მარილს და ტრუფელის პასტას.
ჯონჯოლი : ჯონჯოლის მჟავე შევაზავოთ კახური ზეთით, ხახვით და ნედლი ქინძით. პიკანტური გემოსთვის დავუმატოთ ბოლოკის და წითელი კომბოსტოს მიკრო მწვანილებს.
აფხაზურა - ფარში
1 კგ. საქონლის ხორცი
500 გ. ბადექონი
300 გ. ღორის სალა
300 გ. ხახვი
20გ. ქონდარი
4 კბილი ნიორი
20 გ. უცხო სუნელი
10 გ. ხმელი ქინძი
50 გ. კოწახური
5 გ. შავი პილპილი
5 გ. წითელი დაღერღილი წიწაკა
მარილი არ დააკლოთ!
ბროწეულის სოუსი
0,5 ლ. ბროწეულის წვენი
50 გ. ხახვი
1 კბილი ნიორი
50 მლ კონიაკი
1 ჩ. კოვზი კარტოფილის სახამებელი
10 გ. კამა
მარილი არ დააკლოთ!
პიურე
500 გ. კარტოფილი
300 გ. რძე
200 გ. კარაქი
1 ს. კოვზი ტრიუფელის პასტა
მარილი არ დააკლოთ!
გემრიელად მიირთვით!
FB : https://bit.ly/2OgpQm5
IG : https://bit.ly/3rtvFuW
მსგავსი ვიდეოები
ბენდი ფოლკა - აფხაზური | Band Folca - Abkhazuri
AraGviani
მარიამ ელიეშვილი - აფხაზური | Mariam Elieshvili - Apkhazuri
Mariam Elieshvili Official
⚜️ ანსამბლი "ნართები". "აფხაზური" | Nartebi Ensemble.
Nartebi Ensemble
ჯგუფი ,,ბანი" | აფხაზური
შუადღე GDS / shuadge GDS
ანსამბლი "დიდგორი" | აფხაზური
TV IMEDI
აფხაზურ-სვანური ქორწილი | თანამედროვე წყვილი უძველესი ტრადიც...
შუადღე GDS / shuadge GDS
აფხაზურ სვანური ქორწილი | თანამედროვე წყვილი უძველესი ტრადიც...
Michael Nethercutt
აფხაზური ფერწერის ოქროს ფონდი განადგურებულია | ძლიერი ხანძარ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi