ხარჩო | მწვანე აჯიკა და ღომი შებოლილი სულგუნით - შეფი ლევან კობიაშვილი
საჭირო ინგრედიენტები:
ხარჩოს სოუსი:
ხახვი - (50გ.)
ნიორი - (10გ.)
პომიდორი - (50გ.)
ნიგოზი - (50გ.)
მჭადის ფქვილი - (40გ.)
სუნელები (დაღერღილი წიწაკა, უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი,ხმელი ქინძი) – (5გ.)
ხორცი - (300გ.)
მარილი.
ღომი:
ღერღილი - (0.5კ.)
მჭადის ფქვილი - (100გ.)
მწვანე აჯიკა:
ნიგოზი - (100გ.)
ქინძი - (100გ.)
ოხრახუში - (100გ,)
მწვანე წიწაკა - (100გ.)
კამა - (30გ.)
ხმელი ქინძი - (5გ.)
უცხო სუნელი - (5გ.)
ლიმნის წვენი - (50გ.)
მზესუმზირის ზეთი - (20გ.)
მარილი არ დააკლოთ.
მომზადების წესი:
• ხორცი სასურველ ნაჭრებად დავამუშავოთ, დავუმატოთ მარილი, პილპილი, ცოტაოდენი კარაქი და მოვათავსოთ ვაკუუმში.
ხორცი დავასუვიდოთ 62 გრადუსზე, 5-6 საათის განმავლობაში.
სუიდის არქონის შემთხვევაში, ხორცი მოვხარშოთ და შემდეგ შევწვათ. მორჩენილი ძვლებითა და ხორცით კი, მოვხარშოთ ბულიონი.
• ღერღილი გამდინარე წყალში კარგად გავრეცხოთ და მოსახარშად დავდგათ დაბალ გაზზე.
ამავდროულად, ხახვი და ნიორი დავნაყოთ ან წვრილად დავჭრათ და ზეთსა და კარაქში მოვთუშოთ.
კარგად მოთუშვის შემდეგ, დავაყაროთ სუნელები: დაღერღილი წიწაკა, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი. (წიწაკის მაგივრად შეგვიძლია მშრალი აჯიკა გამოვიყენოთ.
ამას დავამატოთ წვრილად დაჭრილი/გახეხილი პომიდორი ან 1 ჩაის კოვზი ტომატ პასტა.
• ეს ყველაფერი ერთად კარგად რომ მოითუშება, დავასხათ საქონლის ხორცის ბულიონი, რომელიც დარჩენილი ხორცისა და ძვლებიდან მოვხარშეთ. როდესაც წამოდუღდება, ჩავყაროთ გატარებული ნიგოზი, დავაყაროთ ცოტაოდენი მოხალული სიმინდის ფქვილი არომატისა და შესქელებისთვის და დაველოდონ მანამ, სანამ საშუალო დონეზე არ შესქელდება მასა.
აქვე გირჩევთ: ძალიან რომ არ გასქელდეს ხარჩო, ნელ-ნელა ჩაყაროთ ნიგოზი და ფქვილი. თუკი გასქელდება - დავამატოთ ბულიონი.
• ღერღილის მოხარშვის შემდეგ, ღომს ნელ-ნელა, ინტენსიური მორევით შევაზილოთ მჭადის ფქვილი და მოვთუშოთ მანამ, სანამ ფქვილს გემო და სუნი არ გაუვა.
კარგად შესქელების შესამოწმებლად კი, მოსარევი ჯოხი ჩავდოთ ღომის შუაში და თუ გაჩერდება, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დამაკმაყოფილებელი სისქის მასაა.
მწვანე აჯიკის დამზადების წესი:
• ნიგოზი(100გ.), ქინძი(100გ.), ოხრახუში(100გ.), მწვანე წიწაკა(100გ.) და კამა(30გ.) გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში.
კარგად გატარების შემდეგ, დავამატოთ 1ჩაის კოვზი ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, დავამატოთ ნახევარი ლიმნის წვენი, 50გ. მზესუმზირის ზეთი და მარილი.
ეს ყველაფერი კარგად ერთმანეთს შევაზილოთ და მწვანე აჯიკა მზად იქნება.
FB : https://bit.ly/2OgpQm5
IG : https://bit.ly/3rtvFuW