სტალინის სიკვდილის საინტერესო გარემოებები და თეორიები ★ ტოპ ფაქტები ★
02/10/2018
ტოპ ფაქტები-ის
მიერ
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი: / topfaqtebi
► ინსტაგრამი: / topfaqtebi
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
დღევანდელ ვიდეოში სტალინის სიკვდილთან დაკავშირებულ ყველაზე საინტერესო ფაქტებზე ვისაუბრებთ:
10. გაუარესებული ჯანმრთელობა
სიცოცხლის ბოლო წლებში სტალინის ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა, რაც მის გახშირებულ პარანოიდალურ ქცევებში და ყველაფერში შეთქმულების დანახვაშიც გამოიხატებოდა. სტალინის პირადი ექიმი, ვლადიმირ ვინოგრადოვი მხოლოდ იმის გამო დააპატიმრეს, რომ მან ბელადს ცოტა დასვენება თავის ნაკლებად დატვირთვა ურჩია. ვინოგრადოვის გარდა კიდევ 9 ექიმი დააპატიმრეს და აწამეს, რადგან სტალინის აზრით ისინი ცნობილ საბჭოთა ლიდერებს წამლავდნენ. ექიმებს დახვრეტა ემუქრებოდათ, მაგრამ ისინი სტალინის სიკვდილის შემდეგ გაათავისუფლეს.
9. გონებადაკარგული ბელადი
სტალინი გამთენიისას, გონებადაკარგული აღმოაჩინეს შარდის გუბეში. წლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში კუნცევოს კომენდანტი ლოზგაჩევი იხსენებდა, რომ ვერავინ ბედავდა სტალინთან მიახლოებას და მისი მდგომარეობის შემოწმებას. როდესაც საბოლოოდ ექიმებმა მისი გასინჯვა მოახერხეს, სტალინის წნევა 210/120-ზე იყო, მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული ჰქონდა, ხოლო კბილის პროთეზი - კბილების ერთმანეთზე ძლიერად დაჭერის გამო - თითქმის ჩამსხვრეული. სიცოცხლის ბოლოს სტალინს მხოლოდ 3 საკუთარი კბილი ჰქონდა შერჩენილი.
8. დროის გაყვანა
სტალინის პოვნიდან მის გარდაცვალებამდე 4 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში ის აგონიაში იმყოფებოდა დივანზე, მისი გარშემომყოფები კი დროის გაყვანას ცდილობდნენ. საქმე იმაშია, რომ ბოლო წლებში გახშირებული გადასახლებების, დახვრეტების და გავრცელებული შიმშილის გამო პარტია მაინცდამაინც არ ცდილობდა მისი სიცოცხლის გადარჩენას. დაცვის წევრებმა ექიმების გამოძახებამდე სახელმწიფო უშიშროებას გააგებინეს, რომლებმაც თავის მხრივ მხოლოდ 12 საათის შემდეგ გამოიძახეს ექიმები. ირონიულია, რომ სსრკ-ს საუკეთესო ექიმები იმ მომენტში ციხეში ისხდნენ.
7. წურბელები და მკვებავი ოყნა
უკეთესი იდეების არარსებობის გამო მომაკვდავ სტალინს წურბელებით მკურნალობდნენ წნევის დასაგდებად, ზურგზე ქაფურის სპირტს უსვამდნენ, ხოლო დღეში ორჯერ გლუკოზისა და მკვებავ ოყნებს უკეთებდნენ, რათა პაციენტი შიმშილით არ მომკვდარიყო. როდესაც მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ექიმებმა ცივ კომპრესებს და ადრენალინის ინექციებს მიმართეს. არაეფექტური მკურნალობით განრისხებულმა ვასილი სტალინმა ექიმებს უყვირა, რომ ისინი მამამისს კლავდნენ. სვეტლანა ალილუევა იხსენებდა, რომ სიკვდილის წინ მამამისმა თვალი გაახილა და ოთახში მყოფებს განრისხებული მზერა მოავლო.
6. ნეშტის შენახვა
სტალინს სურდა, რომ მისი ნეშტი ლენინის ნეშტის გვერდით ყოფილიყო განთავსებული. მისდა სამწუხაროდ პროფესორი ვორობიევი, რომელიც ლენინის ნეშტის ბალზამირებას ხელმძღვანელობდა, კარგა ხნის გარდაცვლილი იყო და ეს საქმე მის ასისტენტს, პროფესორ ჟარსკის მიანდეს. პირველი მცდელობა არც ისე კარგად დასრულდა, რადგან ნარჩენებს რამდენიმე დღის შემდეგ ცვლილებები დაეტყო. სტალინი სასწრაფოდ გადაასვენეს მორგში და ხელმეორედ დაიწყეს ბალზამირება. აღდგენის პროცესს დაახლოებით 7 თვე დასჭირდა.
5. „გამოსახლება“ კრემლიდან
სათავეში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ, რომელმაც დესტალინიზაციის პროცესი დაიწყო და რომელიც თვლიდა, რომ 20 მილიონი საბჭოთა მოქალაქის სიცოცხლის მოსპობის გამო სტალინი ლენინის მსგავს პატივს არ იმსახურებდა. 1961 წელს დიქტატორის ნარჩენები მავზოლეუმიდან გამოასვენეს და გარეთ, კრემლის კედელთან ახლოს დაასაფლავეს.
4. ???
3. ???
2. ???
1. ???
----------
ჩვენი ფლეილისტები:
უჩვეულო ფაქტები: • უჩვეულო ფაქტები
უჩვეულო ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები
ცხოველები და მცენარეები: • ცხოველები და მცენარეები
ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი
გეოგრაფია: • გეოგრაფია
თამაშები: • თამაშები
ისტორია: • ისტორია
სპორტი: • სპორტი
ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები
ინტერნეტი: • ინტერნეტი