#ცხოველთამოყვარულები #უპატრონოძაღლები #ათინათი
\"პატარა ვიყავი, მაგრამ კადრები მკაფიოდ მახსოვს - ძაღლი მოგვიკლეს, რომელიც ავადმყოფობდა და მეზობლებს ვერ დავაჯერეთ, რომ ცოფი არ ჰქონდა.
არარსებული ცოფის შიშით მოგვიკლეს. მას მერე ძაღლი ცნობიერ ასაკამდე არ მყოლია\"
ასე იხსენებს თავის ბავშვობის პირველ ძაღლს ზუგდიდელი მარიამ შეყილაძე, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა დაახლოებით 5 წლის წინ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ბასა იშვილა. ბასასთან განშორება მალევე მოუწია. მისი დატვირთული სამსახურის გამო ძაღლი მთელი დღე მარტო იყო შინ, ამიტომ დედასთან წაიყვანა, თვითონ კი თბილისში \"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების\" ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარს მიაკითხა.
\"მთელი დღე მისი სახლში მარტო დატოვება იმისთვის, რომ დაბრუნებულზე მე არ მეგრძნო სიცარიელე, დიდ უსამართლობად ჩავთვალე და ძაღლი დედაჩემს დავუტოვე. დეპრესიის დასაძლევად კი გადავწყვიტე მივსულიყავი იქ, სადაც ძაღლები, რომლებიც ადამიანების მხრიდან უდიდესი სისატიკის მსხვერპლები არიან და მაინც გულუბრყვილოდ ელოდებიან წლობით პატრონებს, მრავლად არიან. ბასას სახლში არყოფნის სიცარიელის შევსების ძიებაში, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ყველაზე სევდიან სფეროში. სფეროში, სადაც უნდა იყო ხმა უხმოებისთვის\", - გვიყვება მარიამი.
ახლა თვითონაც \"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების\" წევრია და გვიყვება, რომ მისი ცხოვრებისეული ინტერესები მკაფიოდ არის განსაზღვრული. განათლებით იურისტმა და გარემოსდაცვითი მმართველობისა და პოლიტიკის მაგისტრანტმა კარგად იცის, რომ მისი საქმიანობა მომავალშიც აუცილებლად ცხოველებისა და ბუნების დაცვასთან იქნება დაკავშირებული. ძალიან უნდა, სიტუაციის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ახლა მარიამი ზუგდიდშია, სწავლობს და მუშაობს დისტანციურად. საკუთარ ორგანიზაციასთან და სხვა მოხალისეებთან ერთად ცდილობს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე რაც შეიძლება მეტი მიუსაფარი ცხოველი გადაარჩინოს შიმშილისა და ავადმყოფობისგან. ცხოველთა მოყვარულის დაკვირვებით, პანდემიის გამო ადამიანების მიერ ცხოველების ქუჩაში დატოვების ფაქტები საგრძნობლად გახშირდა. სწორედ ამიტომ, მარიამის თქმით, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში, ასობით მიუსაფარი ცხოველის შიმშილით სიკვდილისგან გადასარჩენად \"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ\" საკვების გამოგზავნა დაიწყო. ეს დახმარება დღემდე გრძელდება.
\"ყველაზე პრობლემურ ადგილებში ვკვებავდით ცხოველებს ყოველდღიურად, თუმცა, მხოლოდ ასეთი დახმარება სრულყოფილ შედეგს ვერ გვაძლევს. შესაბამისად, ორგანიზაცია გეგმავს, საქართველოს რეგიონებში, მათ შორის, ზუგდიდში გაზაფხულზე ჩამოიყვანოს 15 ესპანელი ვეტერინარი (Global Vets Aids) და მათი დახმარებით შევძლებთ რეგიონებში არსებული მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციას, ასევე ვაქცინაციას, რაც პოპულაციების მართვაში უმნიშვნელოვანესია\", - ამბობს მარიამი.
\"ყოვლისშემძლე სუპერგმირი ქალები\" - ასე მოიხსენიებს მარიამი ზუგდიდელ მოხალისეებს. მაშინ, როცა ქალაქში პანდემიის გამო საკვები ობიექტები დაკეტილია და ცხოველები ნარჩენებითაც ვერ იკვებებიან, ზუგდიდელი ცხოველთა მოყვარულები მიუსაფარ ცხოველებს საკვებს უნაწილებენ და ასე ცდილობენ მათ გადარჩენას. მათთან ერთად მარიამმა სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა და ოთხფეხა მეგობრების გადარჩენისა თუ გაჩუქების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, მიტოვებული ცხოველების ახალ მეპატრონეებთან ცხოვრების შესახებ ისტორიებსაც ხშირად აქვეყნებს.
\"პანდემიამ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩვენს გაერთიანებაში. ჩუმად, ცალ-ცალკე ყველა ჩვენგანი ეხმარებოდა ძაღლებს შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ ახლა გაერთიანებული ძალებით მეტი შეგვიძლია. აქამდე ვიზიარებდით იდეას, რომ სიკეთე ჩუმად უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამავდროულად მივხვდით, რომ საზოგადოების ცნობიერებაზე სოციალური ქსელები დიდ გავლენას ახდენს და გადავწყვიტეთ, გასაჭირში მყოფი ცხოველების შესახებ ინფორმაციებს ერთ ჯგუფში მოვუყაროთ თავი. მინდა გითხრათ, რომ აქაური მოხალისეები მაქსიმუმს აკეთებენ ზუგდიდის მიუსაფარი ცხოველებისთვის ქუჩის სასტიკი ცხოვრების შესამსუბუქებლად მით უფრო კარანტინისა და შეზღუდვების პირობებში. მას მერე, რაც ამ ადამიანებს ვიცნობ, თბილისში ყოფნის პერიოდში შედარებით მშვიდად ვარ. ჯგუფის მეშვეობით ძალიან ბევრი სასიკვდილოდ განწირული ლეკვი და კნუტია დაბინავებული მზრუნველ პატრონებთან“, - წუხს მარიამი და ზუგდიდელი მიუსაფარი ძაღლების ისტორიებს გვიყვება. მათ შორისაა მოლი, ძაღლი, რომელმაც ათობით ქუჩაში მიტოვებული ლეკვი გამოკვება და გამოზარდა. მარიამმა მოგვითხრო ბორიაზეც, რომელიც, პანდემიის დაწყებისას ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩამოსვეს და რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ახალი პატრონი არ გამოჩნდა, ძაღლს ეს ადგილი არ მიუტოვებია.
ახლა მარიამს ქუჩიდან დროებით აყვანილი 2 ძაღლი ჰყავს, რომლებიც მალე ნიდერლანდებში დაიდებენ ბინას. მიუსაფარი კატები და ძაღლები ქუჩიდან პერიოდულად სახლში მოჰყავს და ცდილობს მათ მზრუნველი პატრონი უპოვოს. \"გადარჩენილზე კარგი ჯიში არ არსებობს!\" - ეღიმება ჩვენთან საუბრის დასასრულს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი ერთგული მეგობრები, რომელთა ბედი პანდემიის გამო დაწესებულმა სხვადასხვა შეზღუდვამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა, ახალი პატრონების მოლოდინში არიან.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...