ყველაზე ძვირი ნივთები თამაშებში ★ ტოპ ფაქტები ★
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?... ► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi ► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi ► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi ---------- ვიდეოში ვისაუბრებთ ვიდეოთამაშებში გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებულ ნივთებზე: 10. Echoing Fury Mace თამაში: Diablo III Diablo III გამოსვლის მომენტში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაყიდვადი თამაში იყო და ჯამში მისი 30 მილიონ ერთეულზე მეტი გაიყიდა. მოთამაშეების მიერ ნაპოვნი იარაღები და ნივთები სპეციალურ აუქციონზე იყიდებოდა და ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია 2012 წლის ნოემბერში განხორციელდა. იარაღი, სახელად Echoing Fury Mace, რომელსაც იდეალურთან მიახლოებული მონაცემები ჰქონდა, 12 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. 9. Keepstar Citadel თამაში: Eve Online Eve Online 2003 წლის მაისში გამოშვებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული mmorpg და კოსმოსური სიმულატორია, რომელშიც ბრძოლა, კოსმოსური ხომალდების აგება და ვაჭრობა შეგიძლიათ. 2015 წლის ნოემბერში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ალიანსმა ციტადელ Keepstar-ის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას 3 თვე დასჭირდა და მისი ფართობი 800 000 კვადრატული მეტრი იყო. ციტადელის ნახაზების შეძენასა და მის აგებაზე ჯამში 15 000 ამერიკული დოლარი დაიხარჯა. 8. Dragon Slaying Sabre თამაში: Age of Wulin Age of Wulin 2012 წელს გამოსული უფასო mmorpg-ა. სხვა უფასო თამაშების მსგავსად, დეველოპერების შემოსავლის ძირითად წყაროს მიკროტრანზაქციები წარმოადგენს. თამაშის გამოსვლამდე გაიმართა აუქციონი, რომელზეც რამდენიმე იარაღი გაიყიდა. ყველაზე ძვირადღირებული კი ხმალი გამოდგა, რომელიც 16 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. 7. StatTrak M9 Bayonet Crimson Web თამაში: Counter-Strike: Global Offensive CS: GO, ანუ Counter-Strike: Global Offensive მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შუთერია. თამაშში ერთმანეთს ორი მოწინააღმდეგე მხარე, ტერორისტები და კონტრ-ტერორისტები უპირისპირდებიან და მძევლების გადასარჩენად ან ბომბის ასაფეთქებლად ან განსანაღმად იბრძვიან. მოთამაშეებს იარაღებისთვის უამრავი სხვადასხვაგვარი სკინის ყიდვა შეუძლიათ, რომელთა ფასიც რამდენიმე ცენტიდან ათეულობით ათას დოლარამდე მერყეობს. 2014 წელს დანის ერთ-ერთი ასეთი სკინი 23 850 დოლარად გაიყიდა. 6. Karambit Crimson Web თამაში: Counter-Strike: Global Offensive მორიგი ნივთი ჩვენს სიაში კიდევ ერთი სკინია ქაუნთერ სთრაიქიდან. Karambit-ის Crimson Web სკინი (Factory New ვერსია) 30 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა, ანუ იმავე ფასად, რამდენადაც 2018 წლის ფოლკსვაგენ გოლფის შეძენა შეგიძლიათ. 5. Pink Ethereal Flame War Dog Courier თამაში: DOTA 2 დოტა 2 2013 წელს გამოსული უფასო და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული MOBA-ა. თამაშის კონცეპტი საკმაოდ მარტივია: ერთმანეთს 5-5 მოთამაშისგან შემდგარი ორი მხარე უპირისპირდება. თამაშში არსებული 100-ზე მეტი პერსონაჟის სკინების გარდა ფულის დახარჯვა კურიერებზეც შეგიძლიათ. კურიერი სპეციალური არსებაა, რომელსაც მოთამაშეებისთვის მაღაზიიდან ნივთების მოტანა შეუძლია. ერთი ასეთი კურიერი 2013 წელს 38 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. 4. Amsterdam თამაში: Second Life თამაშ Second Life-ის დებიუტი 2003 წელს შედგა. თამაში კონფლიქტზე და დავალებებზე ორიენტირებული არ იყო და მოთამაშეებს, ანუ რეზიდენტებს, როგორც თამაშის სახელიდანაც ჩანს, უბრალოდ ცხოვრება, მუშაობა და გართობა ევალებოდათ. თამაში 23 000 რეგიონისგან შედგება, რომელთა ჯამური ფართობიც 1541 კვადრატული კილომეტრია, ანუ თბილისის ფართობზე ორჯერ მეტი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეგიონი ამსტერდამი იყო, სადაც მოთამაშეებს სხვა გასართობებთან სექსშოპებისა და წითელი ფარნების კვარტალის მონახულებაც შეეძლოთ. 2007 წელს ამსტერდამი 50 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. 3. Monria თამაში: Entropia Universe Entropia Universe 2003 წელს გამოსული mmorpg-ა, რომელშიც მოთამაშეებს უძრავი ქონებით ვაჭრობა შეეძლოთ. სხვა მსგავსი თამაშებისგან ენტროპია იმით განსხვავდება, რომ მოთამაშეებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თამაშშიდა ვალუტა, PED (Project Entropia Dollars) ნაღდ ფულზე გადაცვალონ და საკუთარ ანგარიშზე გადარიცხონ. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია 2013 წლის აპრილში განხორციელდა, როდესაც ლავკრაფტისეული მონსტრებით დასახლებული მთვარე, Monria, 150 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. 2. The Crystal Palace Space Station თამაში: Entropia Universe 1. Club Neverdie თამაში: Entropia Universe ---------- ჩვენი ფლეილისტები: უჩვეულო ფაქტები: • უჩვეულო ფაქტები უჩვეულო ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები ცხოველები და მცენარეები: • ცხოველები და მცენარეები ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი გეოგრაფია: • გეოგრაფია თამაშები: • თამაშები ისტორია: • ისტორია სპორტი: • სპორტი ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები ინტერნეტი: • ინტერნეტი
ტოპ ფაქტები-ის სხვა ვიდეოები
ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველ ეგვიპტეზე ★ ტოპ ფა...
საინტერესო ფაქტები ჰელოუინის შესახებ ★ ტოპ ფაქტები...
არსებები, რომლებსაც გაგიკვირდებათ, მაგრამ საკვებად...
ზღვის ყველაზე უცნაური და ლამაზი არსებები ★ ტოპ ფაქ...
ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები ★ ტოპ ფაქტები ★
ყველაზე ჭკვიანი ცხოველები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები...
ყველაზე საინტერესო ფაქტები კატებზე ★ ტოპ ფაქტები ★
10 ამოუხსნელი საიდუმლო მსოფლიო ისტორიაში ★ ტოპ ფაქ...
მსგავსი ვიდეოები
ყველაზე უჩვეულო საფოსტო ამანათები ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
5 აბსურდული/უნიკალური საბჭოთა კანონი,რის გამოც შესაძლოა ციხე...
bii hehe
ეს ყურსასმენი ყველასთვის არ არის - Bose
EBG იბიჯი
ყველაზე ძვირი კინოროლები
Method • მეთოდი
ყველაზე ძვირი საბრძოლო თვითმფრინავი
ამერიკის ხმა
ყველაზე ძვირი მანქანები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
ყველაზე ძვირი მოტოციკლები ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
ყველაზე ძვირი VS ყველაზე იაფი სასტუმროს ნომერი საქართველოში
Soso Around The World