► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში ვისაუბრებთ ფოსტით გაგზავნილი ყველაზე უცნაური ნივთების შესახებ
5. კულინანის ალმასი
კულინანი სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი უდიდესი, 3 100 კარატიანი ალმასი იყო, რომელიც 621 გრამზე მეტს იწონიდა. ალმასი 150 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინეს და მეფე ედუარდ VII-ს აჩუქეს. აფრიკიდან ალმასის ინგლისში ტრანსპორტირება საკმაოდ დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული უსაფრთხოების კუთხით. კულინანის გადასატანად დაიქირავეს ლონდონელი დეტექტივები, რომლებმაც ალმასი გემის კაპიტნის სეიფში ჩაკეტეს. როგორც აღმოჩნდა, ეს ალმასი ყალბი იყო და ყველაფერი პოტენციური ქურდებისთვის თვალის ასახვევად გააკეთეს. ნამდვილი ალმასი ჩვეულებრივი მუყაოს ყუთით, ამანათის ფოსტის მეშვეობით გააგზავნეს.
4. ვერნალის ბანკის შენობა
მეოცე საუკუნის დასაწყისში, იუტაში მდებარეობდა პატარა ქალაქი ვერნალი, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქში ბანკის გახსნა გადაწყვიტეს, რომლის ასაშენებლადაც ხარისხიანი აგური იყო საჭირო. უახლოესი ქარხანა, სამწუხაროდ, 274 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში მზადდებოდა. აღნიშნულ მანძილზე სამშენებლო მასალის გადატანა მასალის საფასურზე ოთხჯერ ძვირი ჯდებოდა და დამაარსებლებმაც ალტერნატივის მოძებნა გადაწყვიტეს. 15 000 აგური 23 კილოგრამიან ნაწილებად დაყვეს, შეფუთეს და ფოსტით გააგზავნეს. ფოსტალიონებს ამანათების საფოსტო სადგურში მიტანა ევალებოდათ, სადაც დღეში 1 ტონამდე სამშენებლო მასალა გროვდებოდა და მის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიტანას ძლივს ასწრებდნენ. ბანკის შენობა დღემდე ფუნქციონირებს.
3. ცოცხალი კატა
საფოსტო სერვისებზე საუბრისას ადამიანებს უმეტესწილად კონვერტით გაგზავნილი წერილები ახსენდებათ, თუმცა 1890-იანი წლების ნიუ-იორკში პნევმატური ტუბების შთამბეჭდავი სისტემა შეიმუშავეს. შენობები ერთმანეთთან მაღალი წნევის მქონე მილებით იყო დაკავშირებული, რომლებშიც სპეციალური კანისტრებით წერილებისა და ამანათების გაგზავნა იყო შესაძლებელი. სისტემის გამოსაცდელად თავდაპირველად ბიბლია და ჩვეულებრივი წერილები გაგზავნეს, თუმცა მომდევნო ნივთი ცოტა უფრო... უჩვეულო იყო - კერძოდ კი ცოცხალი კატა. გამომცდელები იხსენებდნენ, რომ კანისტრიდან ამოყვანილი კატა, რომელმაც 35 კილომეტრი საათში სისწრაფით იმოგზაურა და გზაში არაერთი ბრუნი გააკეთა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმად იყო, თავისი კალათიდან არ ამოდიოდა და როგორც ჩანს, თავბრუ ეხვეოდა, თუმცა მოგვიანებით გამოცოცხლდა და სირბილი დაიწყო.
2. ბავშვები
ამერიკის საფოსტო სერვისმა ამანათების გაგზავნა მნიშვნელოვნად გაამარტივა. ყველა საფოსტო სადგურს შეეძლო თქვენი ნივთის გაგზავნა, თუკი ის 5 კილოგრამზე ნაკლებს იწონიდა. ოჰაიოელ მისტერ და მისის ჯესი ბიუგებს საინტერესო იდეა დაებადათ და საკუთარი შვილი, რომელიც 5 კილოგრამზე ნაკლებს იწონიდა, მეზობელ ქალაქში მცხოვრებ ბებიასთან სულ რაღაც 15 ცენტად გააგზავნეს. მათ ბავშვის დაზღვევაც არ დავიწყებიათ, რომლის დაკარგვის შემთხვევაშიც ფოსტა მათ 50 დოლარს გადაუხდიდა.
წლების შემდეგ, როდესაც წონის ლიმიტი 23 კილოგრამამდე გაიზარდა, მეი პირსტოფის მშობლებმა მატარებლის ბილეთის მაღალი ფასის გამო იგივე გადაწყვეტილება მიიღეს, 22 კილოგრამიანი შვილის პალტოზე რამდენიმე მარკა მიამაგრეს და ფოსტას მიაბარეს. ადამიანების გაგზავნა 1914 წელს აიკრძალა.
1. ???
----------
ჩვენი ფლეილისტები:
უჩვეულო ფაქტები: • უჩვეულო ფაქტები
უჩვეულო ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები
ცხოველები და მცენარეები: • ცხოველები და მცენარეები
ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი
გეოგრაფია: • გეოგრაფია
თამაშები: • თამაშები
ისტორია: • ისტორია
სპორტი: • სპორტი
ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები
ინტერნეტი: • ინტერნეტი