იმუნიტეტი - დღე 1

03/29/2021
Liffit-ის მიერ

“იმუნიტეტი“ ეს არის ორგანიზმის სისტემა, რომელიც მას ყველა უცხო სხეულისგან იცავს და, ასევე, ორგანიზმს მწყობრიდან გამოსული ან მოძველებული უჯრედებისაგან ათავისუფლებს. ამგვარად, ის ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. იმუნიტეტი უნდა შენარჩუნდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

აუცილებელია გაეცნო ვიდეოს თანმხლებ რეკომენდაციებს!

ჩვენ ყველამ ვიცით მარტივი წესები, რომლებიც ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დიდხანს შენარჩუნებაში გვეხმარება. ეს არის:
⚫დღის რეჟიმის დაცვა
⚫სწორი კვება
⚫ჯანმრთელი, 8-საათიანი ძილი
⚫მავნე ჩვევებზე უარის თქმა
⚫ფიზიკური დატვირთვა

პროტოკოლი:
⚫ყოველი ვარჯიში სრულდება მითითებული დატვირთვით (რაოდენობით)
⚫შემდეგ დასვენება 1 წუთი

Cow-cat pose (dynamic) 10 reps
ტექნიკა:
⚫ხელის მტევნები მხრების ქვეშ, მუხლები თეძოს სახსრების ქვეშ
⚫ჩასუნთქვისას, გამართე ხერხემალი, იყურე ზევით
⚫ამოსუნთქვისას მოამრგვალე ხერხემალი, იყურე ქვევით


Narrow squat with overhead reach 15 reps
ტექნიკა:
⚫ჩასუნთქვისას ასრულებ squat
⚫ფეხები ერთად
⚫თეძოები გადაანაცვლე უკან
⚫გამართული ხელები ასწიე თავს ზემოთ
⚫ზურგი შეინარჩუნე გამართული
⚫ამოსუნთქვისას ამოიწიე

Side plank twists 10 reps
ტექნიკა:
⚫ამოსუნთქვისას შეასრულე ტრიალი
⚫თეძოთი გაიქაჩე ზევით
⚫ჩასუნთქვისას დაბრუნდი საწყის მდგომარეობაში
⚫საყრდენი ხელის გული მხრის სახსარის ქვეშ
⚫მუხლები გამართულია
⚫გაიმეორე 10-ჯერ თითოეულ მხარეს

Lying back extension 15 reps
ტექნიკა:
⚫ჩასუნთქვისას გამართე ხერხემალი. ფეხები, ხელები და გულმკერდი აზიდე ზევით
⚫იდაყვები ამოატრიალე და შეაერთე ბეჭები
⚫ამოსუნთქვისას დაუბრუნდი საწყის მდგომარეობას

☆Instagram ☆
https://www.instagram.com/liffitapp/?...

☆Facebook ☆
  / liffitapp