მოტივაცია - დღე 5

03/01/2021
Liffit-ის მიერ

ვაგრძელებთ ერთად მთლიანი სხეულის ადაპტაციას ვარჯიშის მიმართ. დღეს უკვე შეგიძლია ნელნელა მოუმატო ტემპს და გაზარდო მოცემულ დროში გამეორებების რაოდენობა.

თავისუფალი წონის სახით შეგიძლია გამოიყენო წყლის ბოთლები ან სხვა თანაბარწონიანი ნივთები.

დღევანდელი ვარჯიშიც სამი ეტაპისგან შედგება: გახურება, ძირითადი ვარჯიში და გაწელვა. თითოეული აქტივობა 30 წამს გაგრძელდება, მას კი კვლავ მოჰყვება 20-წამიანი დასვენება.

გაითვალისწინე:

ვარჯიშისთვის შეგიძლია შეარჩიო სასურველი დრო და ადგილი. დაგჭირდება მინიმალური აღჭურვილობა, ისეთები რომლებიც სახლში ყველას მოგვეპოვება: სკამი, თავისუფალი წონის სახით კი შეგიძლია გამოიყენო წყლის ბოთლები და სხვა თანაბარ წონიანი ნივთები. ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ერთად ვივარჯიშებთ კვირაში 6 დღე, ხოლო მე-7 დღეს დავისვენებთ. გაითვალისწინე Liffit-ის მწვრთნელების რჩევები. გვახსოვდეს, შედეგები დამოკიდებულია შენს ჩართულობაზე, კვების რეჟიმსა და გენეტიკურ მონაცემებზე.


☆Instagram ☆
https://www.instagram.com/liffitapp/?...

☆Facebook ☆
https://www.facebook.com/Liffitapp/ph...