მოტივაცია - დღე 13

03/10/2021
Liffit-ის მიერ

დღე 13 - პროგრამა \"მოტივაცია\"

ვაგრძელებთ ერთად მთლიანი სხეულის დატვირთვას და ყველა კუნთის გააქტიურებას.

ვარჯიში, როგორც ყოველთვის სამი ეტაპისგან შედგება: გახურება, ძირითადი ვარჯიში და გაწელვა. თითოეული აქტივობა 30 წამს გაგრძელდება, მას კი კვლავ მოჰყვება 20-წამიანი დასვენება.

გაითვალისწინე:

ვარჯიშისთვის შეგიძლია შეარჩიო სასურველი დრო და ადგილი. დაგჭირდება მინიმალური აღჭურვილობა, ისეთები რომლებიც სახლში ყველას მოგვეპოვება: სკამი, თავისუფალი წონის სახით კი შეგიძლია გამოიყენო წყლის ბოთლები და სხვა თანაბარ წონიანი ნივთები. ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ერთად ვივარჯიშებთ კვირაში 6 დღე, ხოლო მე-7 დღეს დავისვენებთ. გაითვალისწინე Liffit-ის მწვრთნელების რჩევები. გვახსოვდეს, შედეგები დამოკიდებულია შენს ჩართულობაზე, კვების რეჟიმსა და გენეტიკურ მონაცემებზე.

☆Instagram ☆
https://www.instagram.com/liffitapp/?...

☆Facebook ☆
https://www.facebook.com/Liffitapp