იმუნიტეტი - დღე 6

04/14/2021
Liffit-ის მიერ

სტრესი, აპათია და დეპრესია

საიდუმლო არ არის, რომ ფიზიკური აქტივობა აძლიერებს ადამიანის ჯანმრთელობას, ხოლო ინტენსიური, ინტერვალური ვარჯიში არის დეპრესიისა და სხვადასხვა ასთენიური მდგომარეობის პრევენცია.

ვარჯიშის დასრულებისას აუცილებლია რელაქსაცია 5 წუთის განმავლობაში. თუ შენ გაწუხებს პანიკური შეტევები, აჯობებს ვარჯიში დაიწყო და დაამთავრო რელაქსაციით.

აუცილებელია გაეცნო ვიდეოს თანმხლებ რეკომენდაციებს!

პროტოკოლი:

⚫ ვარჯიში სრულდება 20 წუთის განმავლობაში
⚫ შემდეგ 10 წამი ისვენებ
⚫ სრულდება 8 ასეთი ეტაპი
⚫ ამის შემდეგ ისვენებ 1-2 წუთი და გადადიხარ მომდევნო ვარჯიშზე

კომპლექსი:

1 . SQUATS

ტექნიკა:

⚫ ფეხები მხრების სიგანეზე ფართოდ
⚫ მუხლები ტერფებს ზემოთ
⚫ თეძო ინაცვლებს უკან
⚫ ზურგი გამართულია

2. LYING BACK EXTENSION

ტექნიკა:

⚫ გამართე ხერხემალი და აზიდე გულმკერდი, ხელები და ფეხები
⚫ ხელები გვერდზე
⚫ იყურები ქვევით

3. PLANK

ტექნიკა:

⚫იდაყვები მხრის სახსრების ქვეშ
⚫ტერფები მხრების სიგანეზე
⚫წელის ზედმეტად გამართვის თავიდან აცილების მიზნით, მუცლის კუნთები დაჭიმულია

რელაქსაცია

ჩართე სასიამოვნო, სარელაქსაციო მუსიკა. დაწექით ზურგზე, ხელები დააწყე სხეულის პარალელურად, დახუჭე თვალები და სრულიად მოდუნდი. თვალებზე შეიძლება დაიდო სპეციალური ქვიშიანი ტომრები, რაც გააძლიერებს მოდუნების ეფექტს. უკუაგდე ყველა ფიქრი და კონცენტრაცია გადაიტანე მოდუნებაზე. სხეულის მოდუნება დაიწყე ფეხის ტერფებიდან თავის ბოლომდე. შემდეგ გაიხსენე ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტები, დაიტვირთე ამ ემოციებით. რელაქსაცია უნდა გაგრძელდეს 5-10 წუთი.

☆Instagram ☆
https://www.instagram.com/liffitapp/?...


☆Facebook ☆
https://www.facebook.com/Liffitapp/