ყველაზე საინტერესო ფაქტები მკვდარი ზღვის შესახებ ★ ტოპ ფაქტები ★

09/17/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში გაგაცნობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს მკვდარი ზღვის შესახებ:
10. მკვდარი ზღვა, სახელის მიუხედავად, სინამდვილეში ზღვა არაა. ის გაუდინარი მლაშე ტბაა, რომელშიც მდინარე იორდანე ჩაედინება. მკვდარი ზღვა მასში ჩამავალ წყალს სრულად ინარჩუნებს და სხვა ტბებში, ზღვებში ან ოკეანეებში არ ჩაედინება.
9. მკვდარ ზღვაში მარილიანობის მაჩვენებელი თითქმის ათჯერ აღემატება ოკეანის წყლის მარილიანობას. მდინარიდან ჩადინებული მტკნარი წყალი მალევე ორთქლდება და ამიტომ მარილის შემცველობა ტბის წყალში უცვლელი რჩება. ამ ყველაფრის გამო ტბაში ორგანული სიცოცხლე, თევზები, მცენარეები და ა.შ ფაქტობრივად არ არსებობს, აქედან მომდინარეობს სახელიც - მკვდარი ზღვა.
8. ბიბლიის თანახმად მკვდარი ზღვის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლება არსებობდა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ქალაქებია სოდომი და გომორი. გარდა ამისა, ბიბლიაში არსებობს წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც ერთ დღესაც წყალი მკვდარ ზღვაში მტკნარ წყლად გადაიქცევა. ახლახანს ჩატარებული კვლევის თანახმად, მკვდარი ზღვის ფსკერთან არსებობს მტკნარი წყლის ჯიბეები, გროვები, რომელიც შესაძლოა გაიხსნას და ზღვის წყალს შეუერთდეს.
7. წყალი მარილის მაღალი კონცენტრაციის გამო იმდენად სქელია, რომ მასში ჩაძირვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ხშირად დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ზურგზე ტივტივებენ და წიგნს კითხულობენ. ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეებიც აქვს, წყალში ცურვა საშინლად მოუხერხებელია.
6. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მიუხედავად ჩაძირვის შეუძლებლობისა, ადამიანები მაინც ახერხებენ მკვდარ ზღვაში დახრჩობას. უფრო მეტიც, უბედური შემთხვევების რაოდენობით მკვდარი ზღვა მეორე ადგილზეა ისრაელში მდებარე საცურაო ადგილებს შორის. მარილის შემცველობის გამო ტბაში მოძრაობა ჩვეულებრივ წყალთან შედარებით უფრო ძნელია და შესაბამისად - რთულია სახიფათო სიტუაციებიდან თავის დაღწევა.
5. მკვდარი ზღვა ზღვის დონიდან მინუს 410 მეტრზე მდებარეობს, რაც მას ხმელეთის ყველაზე ღრმა დეპრესიად, ანუ ჩაღრმავებად აქცევს. გარდა ამისა, მკვდარი ზღვის ყველაზე ღრმა წერტილი 701 მეტრია, რაც მას ყველაზე ღრმა მლაშე ტბად აქცევს.
4. როგორც იცით, ეგვიპტელებს მიცვალებულების დაკრძალვის განსაკუთრებული და უცნაური ტრადიციები ჰქონდათ. მუმიფიცირების პროცესში გამოყენებულ ნივთიერებებს შორის ბუნებრივი ბიტუმიც იყო, რომელსაც სპეციალურად მოიპოვებდნენ და ეზიდებოდნენ მკვდარი ზღვიდან.
3. მშრალი უდაბნოებით გარშემორტყმულ მკვდარ ზღვაზე წელიწადში 330 დღეა მზიანი, ხოლო ტემპერატურა 15-დან 40 გრადუსამდე მერყეობს. მიუხედავად უმეტესად მზიანი ამინდებისა, აქ თითქმის შეუძლებელია მზით დაწვა ულტრაიისფერი სხივების შემაკავებელი ბუნებრივი ფილტრების წყალობით.
2. 1947 წელს ერთი ჩვეულებრივი მწყემსი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენას, მკვდარი ზღვის გრაგნილებს გადააწყდა. კარგად შემონახულმა ასობით ბიბლიურმა და არა ბიბლიურმა ხელნაწერებმა სამუდამოდ შეცვალა წარმოდგენები ისტორიულ რელიგიაზე და რიტუალებზე.
1. მკვდარი ზღვა კატასტროფული ტემპებით შრება. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სიტუაციის უკეთესობისკენ არ შეიცვლება, 2060 წელს მკვდარი ზღვა აღარ იარსებებს. ისრაელმა და იორდანიამ სპეციალური შეთანხმებაც კი გააფორმეს იმის თაობაზე, რომ მკვდარ ზღვაში წითელი ზღვის წყალი გადმოტუმბონ.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან