ოპტიკური ილუზიები,რომლებიც ბუნებამ შექმნა
ბუნება — ყველაზე დახელოვნებული შემქმნელია. მისი ნამუშევრები იმდენად განსაცვიფრებელია, რომ ხანდახან გგონია, საერთოდ სხვაგან და ამავდროულად რეალურ სამყაროში მოხვდი. გთავაზობთ ოპტიკურ ილუზიებს, რომლებიც ყველაზე ბუნებრივი გზით არის შექმნილი. --------------------------------------------------------------------- ფეისბუქ გვერდი : https://goo.gl/LWwsWC დამიმეგობრდი ფეისბუქზე : https://goo.gl/TCcR5I კოსმოსი : https://goo.gl/7yrVjc ყველაზე ყველაზე : https://goo.gl/qCJYOC საინტერესო ფაქტები : https://goo.gl/NkjRPy ყველაზე უცნაური : https://goo.gl/FNAVzS ფილმები/სერიალები : https://goo.gl/UdITP6 მეგობარი არხები : Ell channel,Gefacts TV წყარო : Facts.ge --------------------------------------------------------------------- წყალქვეშა ჩანჩქერი.ამ ილუზიას ქვიშის ნალექები ქმნიან, რომლებიც მავრიკიის კუნძულის სანაპიროებზეა გადაჭიმული. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ წყლის ქვეშ უზარმაზარი ჩანჩქერია. სურათი.არა, ეს არ არის ექსპრესიონისტი მხატვრის მიერ დახატული სურათი. წინა პლანზე მკვდარი ხეებია, რომლებსაც ჩამავალი მზე ჩრდილავს, ხოლო უკანა პლანზე ნამიბიის ულამაზესი დიუმები. შუქები და ჩრდილები კი რაღაც არარეალურ შთაბეჭდილებას ქმნიან. მძვინვარე ოკეანე.ასეთი ღრუბლების ყურებისას, ისეთი შთაბჭედილება გვრჩება, თითქოს ცის მაგივრად — მძვინვარე ოკეანეს ვხედავთ. Undulatus asperatus — ღრუბლების იშვიათი სახეობა, რომელსაც არაჩვეულებრივი და ცოტათი საშიში შესახედაობა აქვს. მიუხედავად ასეთი “ბრაზიანი გამოხედვისა”, მას არ მოჰყვება არც ტორნადო და არც ჭექა-ქუხილი. მაგიური ტბა.იმის გამო, რომ იუნის ტბაზე საერთოდ არ არის რაიმე, ობიექტის მსგავსი, აქ სივრცის ასახვა ძალიან მარტივია. წვიმების სეზონში იუნის ტბა ერთ დიდ სარკეს ემსგავსება და მასზე ცის გამოსახულების დანახვაც კი არის შესაძლებელი. ჩიხი.ისე ჩანს, თითქოს ეს ადამიანი კლდის ნაპირზე მიდის, მაგრამ სინამდვილეში ის მდინარის ნაპირზე დგას, რომელიც გლენ-კანიონის შიგნით მდებარეობს. სიღრმე.თითქოს, ეს ორი ბიჭი უფსკრულში ხტება. სინამდვილეში, ეს იაკობის ჭაა, რომელიც ტეხასის შტატში მდებარეობს. იაკობის ჭა — დიდი არტეზიული წჭაროა, 4 მეტრი სიგრძის დიამეტრით და 10 მეტრი სიღრმით. წყალი მასში იმდენად გამჭვირვალეა, რომ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ცარიელ სივრცეში ვხტებით. ხის ფორმის ფიგურები.ფოტოზე არც მდინარის არხია და მითუმეტეს, არც ხე. ხის მაგვარი ფიგურები ყალიბდება ქვიშაში, მიქცევა-მოქცევის დროს წარმოქმნილი მაღალი ამპლიტუდის გამო. ქვის ტალღები.არიზონას და იუტას შტატების საზღვარზე უნიკალური მთებს ნახავთ. ისინი მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდნენ ქვიშის დიუმებისგან, რომლებიც მუდმივად იღებდნენ უფრო მკვრივი კლდეების ფორმას. მთის ბილიკი.როცა პირველად უყურებ ამ ფოტოს, გეჩვენება, რომ ეს გზაა, რომელიც მთის მწვერვალზე გადის. თუმცა, სინამდვილეში ეს კოლორადოს მდინარეა, რომელსაც ჩვენი თვალები სხვაგვარად აღიქვამენ, ფერების და ჩრდილების გამო. ცეცხლის ტორნადო.ამ ფოტოზე არ არის ნამდვილი ცეცხლის ტორნადო (რომელიც სინამდვილეში არც არსებობს), არამედ სასარგებლო წიაღისეულის ნარჩენები, რომლებიც რიო-ტინტოს მდინარეში დაცურავენ. სამი მზე.ეს საოცარი მოვლენა პერჰილეონის სახელით არის ცნობილი და გვხვდება მზის სხივებისა და კრისტალური ყინულების გარდატეხის დროს. ობობის ქსელი.ეს გამოსახულება წვიმის წარმატებულ ფოტოკადრს ჰგავს. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ყველა წვეთი ჩამოკიდებულია ობობის ქსელზე. ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ინფორმაცია არხის შესახებ : ამ არხზე დაიდება ვიდეოები ყველანაირ თემაზე : კოსმოსი,დედამიწა,სამყარო,საინტერესო ფაქტები,მეცნიერება,შემეცნებითი ვიდეოები,ცხოველები,ყველაზე ყველაზე,ინფორმაციები ფილმებისა და კომპიუტერული თამაშების შესახებ. დროთა განმავლობაში კონტენტი გაფართოვდება და უფრო დაიხვეწება. ----------------------------------------------------------------------------------------------------------- რატომ ქვია არხს ბილი ? ვიცი რომ საშინელი სახელია :/ მეც ისეთივე user ვარ როგორც თქვენ... ამ არხს ვიყენებდი ვიდეოების მოსაწონებლად და დასაკომენტარებლად. შემდეგ რამდენიმე ვიდეო ავტვირთე ,არ ველოდი ამდენ გამომწერს და ახლა სახელს ვერ ვცვლი ;დ
bii hehe-ის სხვა ვიდეოები
10 მოულოდნელი რამ,რაც თქვენს ტვინს ზიანს აყენებს
5 საუკეთესო ფილმი სოციალური ქსელების შესახებ
02:40
6 ყველაზე ცნობილი ფოკუსის ახსნა
02:45
7 რამ,რაზეც გვსმენია თუმცა არასდროს გვინახავს
05:04
11 მისტიური მოვლენა,რომელიც ჩვენი ძილის დროს ხდება
03:08
როგორი იქნება ადამიანი 1000 წლის შემდეგ
02:09
9 მტკიცებულება,რომ ჩვენი ორგანიზმი უფრო ძლიერია ვი...
04:02
5 უძველესი არტეფაქტი საქართველოდან, რომელმაც მსოფლ...
მსგავსი ვიდეოები
ოპტიკური ილუზიები,რომლებიც ბუნებამ შექმნა
იცოდით, რომ
ოპტიკური ილუზიები
Nini Game
H1Ta - ოპტიკური ილუზიების ხელოვნება #7
H1Ta
ოპტიკური ილუზიები ლუპა სინათლის სიჩქარის განსაზღვრა #ტელეს...
SEIT ACADEMY
ოპტიკური ილუზიები #1
Gabriel Giorgadze
კედლები დნობას იწყებენ - ოფტიკური ილუზია რომელიც გაგაოცებთ
Sky Channel
თვალის ოპტიკური ილუზიები
DutaDashniani
ყველაზე ძლიერი ოპტიკური ილუზიები (უყურეთ ცენტრში)
Sky Channel