http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა სტივენ მ. ჰაიკენმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის შესახებ.
დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის პროგრამის ფარგლებში (Low Emission Development Strategies - EC-LEDS) აშშ-ს მთავრობა ხელს უწყობს ქვეყნების გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებასა და ეკონომიკურ ზრდას სათბური გაზების შემცირების ფონზე.
მემორანდუმი გახდება თანამშრომლობის საფუძველი USAID-სა და საქართველოს მთავრობას შორის გლობალური კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების შემცირების საკითხებში და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.