MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
05/24/2013
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში სამინისტროსა და GIZ-ის თანამშრომლობის მიზანია საფრთხეში მყოფი და ეკონომიკური ღირებულების მქონე ცხოველთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, წითელი ნუსხის მომზადება ბალახოვანი მცენარეებისათვის, ტყეების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის შემუშავება და შესაბამისი საკანონმდებლო დოკუმენტაციის მომზადება.
მემორანდუმი გაფორმდა GIZ-ის პროგრამის ფარგლებში „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში\". საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალობიდან გამომდინარე, GIZ-მა იკისრა თანხის გამოყოფის ვალდებულება საქართველოში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.