MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ბაღის ფრინველთა საათი" გაიმართა
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი" განხორციელდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, რომლის დროსაც სკოლის მოსწავლეები აკვირდებიან და აღრიცხავენ ფრინველებს. ,,ბაღის ფრინველთა საათი" გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კამპანიაა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველების შესახებ. მისი ძირითადი მიზანია ახალგაზრდა თაობებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და გარემომცველი ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი ქცევის შეფასება და უკეთესობისაკენ შეცვლა, შედეგად კი ბუნების ქომაგებად ჩამოყალიბდნენ. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებასა და ქვეყნის წინსვლას მდგრადი განვითარების პრინციპებით. კამპანია ,,ბაღის ფრინველთა საათი", ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყოველი წლის 22 მაისს იმართება და ამ თარიღის პოპულარიზაციასაც ემსახურება. კამპანიისადმი ინტერესი დიდია, რასაც მონაწილე მოსწავლეთა და პედაგოგთა მზარდი რაოდენობაც მოწმობს. 5 წლის მანძილზე კამპანიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 700 -მდე სკოლის 7000 მოსწავლემ. „ბაღის ფრინველთა საათი" უკვე მეექვსე წელია, ტარდება და ხელს უწყობს ახალგაზრდების ბუნებასთან დაახლოებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნების საკითხებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: ბიომრავალფეროვნების საეთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი" გაიმარ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: თბილისის ბოტანიკურ ბაღში აქცია ,,ბაღის ფრინველთა საათი'...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ტყის მონიტორინგის საკითხებზე მსჯელობა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ტყ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საქართველოს დაცული ტერიტორი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: TEEB პროექტი საქართველოში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო