MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ტყის მონიტორინგზე მსჯელობა გაიმართა
05/23/2013
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ტყის მონიტორინგის საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ავსტრიის განვითარების სააგენტოს, სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი სატყეო ექსპერტები.
შეხვედრაზე განხილული იქნა GIZ-ის პროგრამის „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში\" მიერ დანერგილი ტყის მონიტორინგის სისტემა დისტანციური ზონდირების გამოყენებით და აღნიშნული ტექნოლოგიის საქართველოში გამოყენების შესაძლებლობები ტყის მდგრადი მართვისა და მონიტორინგისათვის.