MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი" გაიმართა

22.05.2014 02:58

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი" განხორციელდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, რომლის დროსაც სკოლის მოსწავლეები აკვირდებიან და აღრიცხავენ ფრინველებს. ,,ბაღის ფრინველთა საათი" გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კამპანიაა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველების შესახებ. მისი ძირითადი მიზანია ახალგაზრდა თაობებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და გარემომცველი ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი ქცევის შეფასება და უკეთესობისაკენ შეცვლა, შედეგად კი ბუნების ქომაგებად ჩამოყალიბდნენ. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებასა და ქვეყნის წინსვლას მდგრადი განვითარების პრინციპებით. კამპანია ,,ბაღის ფრინველთა საათი", ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყოველი წლის 22 მაისს იმართება და ამ თარიღის პოპულარიზაციასაც ემსახურება. კამპანიისადმი ინტერესი დიდია, რასაც მონაწილე მოსწავლეთა და პედაგოგთა მზარდი რაოდენობაც მოწმობს. 5 წლის მანძილზე კამპანიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 700 -მდე სკოლის 7000 მოსწავლემ. „ბაღის ფრინველთა საათი" უკვე მეექვსე წელია, ტარდება და ხელს უწყობს ახალგაზრდების ბუნებასთან დაახლოებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნების საკითხებზე.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: თბილისის ბოტანიკურ ბაღში აქცია ,,ბაღის ფრინველთა საათი'' გაიმართა
00:59

MOE: თბილისის ბოტანიკურ ბაღში აქცია ,,ბაღის ფრინველთა საათი'...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  „ბაღის ფრინველთა საათი\" გაიმართა
01:10

MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დოკუმენტის წარდგენა
01:30

MOE: ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის ეფექტურობის მესამე მიმოხილვა გაიმართა
00:51

MOE: საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის ეფექტურობის მე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბორჯომში კამპანია ,,ჩემი გარემოს'' აღსანიშნავად ღონისძებები გაიმართა
01:11

MOE: ბორჯომში კამპანია ,,ჩემი გარემოს'' აღსანიშნავად ღონისძე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: საქართველოში დედამიწის საათის აღნიშნვასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა
00:59

MOE: საქართველოში დედამიწის საათის აღნიშნვასთან დაკავშირებით...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ასათიანის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
01:03

MOE: ასათიანის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით შ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სამინისტროში ახლადშემუშავებული ეროვნული სატყეო დოკუმენტის განხილვა გაიმართა
01:07

MOE: სამინისტროში ახლადშემუშავებული ეროვნული სატყეო დოკუმენტ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო