MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის წარდგენა
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის წარდგენა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გახსნა. შეხვედრაზე ლენტეხში დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ლენტეხის რაიონში დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების პროექტი შემუშავდა. პროექტი ორი სამარხის მშენებლობას შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით და ასევე დაბინძურებული ტერიტორიების რემედიაციის ღონისძიებებს მოიცავს. ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარებაა შექმნილი. 30-იან წლებში სამთო-ქიმიური ქარხნები აშენდა, თუმცა საწარმოებმა 90-იანი წლების დასაწყისიდან ფუნქიონირება შეწყვიტა. ქარხნები დანგრეულია და დარიშხანშემცველი ნარჩენები მიტოვებულია კონტროლის გარეშე. პრობლემის სრულად გადაწყვეტის მიზნით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებით დარშხანშემცველი ნარჩენები განთავსდება უსაფრთხოდ და გატარდება რემედიაციის ღონისძიებები დარიშხანით დაბინძურებულ ტერიტორიებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების პროექტის შესახე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დარიშხანის შემცველი ნარჩენე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი" გაიმარ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო