MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნერგები გადაეცათ


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით აქცია „მწვანე მომავალი\" აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ტელემაუწყებელებს გამწვანების მიზნით საჩუქრად ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის 30 ნერგი გადასცა (ფიჭვი, იფანი, ნეკერჩხალი და საპნის ხე). აღნიშნულ ნერგებს მედიის წარმომადგენლები ტელეკომპანიების კუთვნილ ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დარგავენ, რაც დედაქალაქს ეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და ჯანსაღი გარემოს აღდგენაში დაეხმარება. სამინისტროს სპეციალისტებმა ტელევიზიების წარმომადგენლებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს, ნერგების დარგვისა და მათი მოვლა-პატრონობის შესახებ. საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაჩენა მნიშვნელოვანია, რათა დარგვის შემდეგ, მოხდეს ნარგავების სწორი მეთოდით მოვლა-პატრონობა, მათი შენარჩუნების მიზნით. მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად. გამწვანების კამპანიის ფარგლებში უახლოეს პერიოდში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სხვა მასშტაბურ ღონისძიებებსაც გეგმავს. აქციაში „მწვანე მომავალი\" სამთავრობო უწყებები, ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები ჩაერთვებიან.
დღეიდან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ამოქმედდა ცხელი ხაზი 153, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს და ჩაერთოს გამწვანების აქციაში „მწვანე მომავალი\". ცხელი ხაზის - 153 ოპერატორები შექმნიან პროექტში ჩართვის მსურველთა მონაცემთა ბაზას, რის შემდეგაც მოხდება მათი უზრუნველყოფა საჭირო რაოდენობის ნერგებით. თითოეული მოქალაქის ვალია, რომ უფრო მეტად იზრუნოს გარემოზე, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მწვანე გახდეს.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან