MOE: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დარიშხანის შემცველი ნარჩენებისთვის სამარხები მოეწყობა

11.05.2014 01:05

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ამბროლაურის რაიონში არსებულმა სამთო-ქიმიურმა საწარმოებმა 90-იანი წლების დასაწყისიდან შეწყვიტეს მადნის ამოღება, გადამუშავება და ფუნქციონირება, რის შედეგადაც დარიშხანშემცველი ნარჩენებით ბინძურდება გარემო და საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მიერ მიღწეული იქნა შეთანხმება ჰოლანდიის მთავრობასთან და შედეგად დამტკიცდა პროექტი „დარიშხანის სამთო ნარჩენების მართვა საქართველოში". პროექტის ფარგლებში განხორციელებული შეფასებებიდან გამომდინარე, დაბინძურების რისკების მოხსნის მიზნით, მოხდება დარიშხანის შემცველი ნარჩენების კონსერვაციის (სამარხების მოწყობა გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით) ღონისძიებების განხორციელება. პროექტის თანახმად ამბროლაურის რაიონში უნდა მოეწყოს ორი სამარხი - თითოეული 10 ათასი მ3-ის მოცულობის. ერთი სამარხი მოეწყობა ურავი 1-ზე, სადაც განთავსდება დარიშხანშემცველი ნარჩენები და დაბინძურებული შენობების ნანგრევები.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: ამბროლაურის სატყეო უბანზე საპილოტე პროგრამა დაიწყო
01:12

MOE: ამბროლაურის სატყეო უბანზე საპილოტე პროგრამა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში
01:49

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალშემკრები აუზების მეშვეობით

MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: აქცია „მწვანე მომავალი\"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნერგები გადაეცათ

MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად ნერგები დარგეს

MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის წარდგენა
01:15

MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის წარდგენა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი\" გაიმართა
02:58

MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი" გაიმარ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო