MOE: საქართველოში დედამიწის საათის აღნიშნვასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

18.03.2014 00:59

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ,,დედამიწის საათი 2014''- ის შესახებ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ, ,,CENN''-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ და ,,WWF კაუკასუს'' - ის წარმომადგენელმა თამაზ გამყრელიძემ მიიღეს. „დედამიწის საათი" არის გლობალური აქცია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო ლიდერების მიერ სათბურის აირების ემისიების შემცირებისა და ენერგოეფექტურობის თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერას. აქციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემებზე. წელს საქართველო მეექვსედ აღნიშნავს "დედამიწის საათს". მასობრივი კამპანია გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს-სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებს, სტუდენტებსა და მოქალაქეებს. დედამიწის საათს "მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანა და ასობით მილიონი ადამიანი უერთდება.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: საქართველოში გლობალური, გარემოსდაცვითი აქცია დედამიწის საათი აღინიშნა
02:43

MOE: საქართველოში გლობალური, გარემოსდაცვითი აქცია დედამიწის...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველომ დედამიწის საათი აღნიშნა
03:32

საქართველომ დედამიწის საათი აღნიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველო დედამიწის საათს უერთდება
03:46

საქართველო დედამიწის საათს უერთდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: პრესკონფერენცია ,,დედამიწის საათი 2014'' - ის შესახებ
00:55

MOE: პრესკონფერენცია ,,დედამიწის საათი 2014'' - ის შესახებ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: დედამიწის  საათი 2012
04:02

MOE: დედამიწის საათი 2012

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

19 მარტს მსოფლიო დედამიწის საათს აღნიშნავს
01:00

19 მარტს მსოფლიო დედამიწის საათს აღნიშნავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დედამიწის საათი 2017
01:23

დედამიწის საათი 2017

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები \"დედამიწის საათს\" შემოუერთდნენ
00:37

სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები "დედამიწის საათს" შემოუერთდნ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო