http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში\" ბიომრავალფეროვნების შესახებ რეგიონული შეხვედრა გაიმართა, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გახსნა.
საქართველოში შეხვედრის ჩატარების მთავარი მიზეზია ის, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის (TEEB) ინიციატივის საპილოტე ქვეყნად გამოაცხადა.
„აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის შეფასებისა და წამახალისებელი ზომების თაობაზე\" რეგიონული სამუშაო შეხვედრის მიზანია, საქართველოს, როგორც ამ პროცესში მოწინავე ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. საერთაშორისო კონვენციის მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე მონაწილეები რეგიონის ეკოსისტემების ეკონომიკის შესახებ მსჯელობენ. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), ბიომავალფეროვნების საერთაშორისო კონვენციის (CBD) წარმომადგენლები და 20 ქვეყნის 50-მდე დელეგატი იღებს.
TEEB ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების გლობალურ ეკონომიკურ სარგებელზე ყურადღების გამახვილებას, ეკოსისტემების დეგრადაციით გამოწვეულ დანაკარგებზე ხაზგასმას და პრაქტიკული ქმედებების განხორციელებისათვის მეცნიერების, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროთა ერთობლივ ძალისხმევას.
რეგიონული შეხვედრა 31 მაისს დასრულდება.