MOE: სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საქართველოს დაცული ტერიტორიების ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
12 ივნისს გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,დაძმობილების\" (TWINNING) ახალი პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება\" პრეზენტაცია.
შეხვედრა გახსნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აგრეთვე სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი რატი ჯაფარიძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია საქართველოს გლობალური მნიშვნელობის მქონე ბიომრავალფეროვნების უკეთესი კონსერვაცია დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის გზით. პროექტის ხანგრძლივობა ორ წელს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტი განისაზღვრება 1.1 მილიონი ევროს ოდენობით.
პროექტს განახორციელებს ავსტრია-ჩეხეთის კონსორციუმი ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროსა (Ministerstvo Životního Prostředí) და ავსტრიის გარემოსდაცვით სააგენტოსთან (Umweltbundesamt GmbH) ერთად „ავსტრიის ფედერალური ტყეების\" (Österreichische Bundesforste AG) ხელმძღვანელობითა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
,,დაძმობილება\" (TWINNING) წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და პარტნიორობის განხორციელების ერთ-ერთ ინსტრუმენტს, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით აერთიანებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო სექტორში მოღვაწე ექსპერტებსა და ბენეფიციარ ქვეყნებს.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან